სამშობლო - გერმანია.
ჯიშის გაჩენის დრო - შუა საუკუნეები.
გამოყენება - ადრე - მებრძოლი ძაღლი, მონადირე. დღეს - კომპანიონი, მოდარაჯე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 9-10 წელი.
სხვა დასახელება - გერმანული მასტიფი, დოგი.
მედიდური, მაგრამ ნაზი და მოსიყვარულე დოგი. გერმანიის ნაციონალური ძაღლია. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ევროპაში ალანებთან მოხვედრილ ძაღლებთან. ამ მებრძოლ მასტიფებს, ლბათ გრეიჰაუნდებთან აჯვარებდნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა დახვეწილი და გაწონასწორებული თანამედროვე ძაღლი.
გერმანულ დოგს აქვს მოკლე ხშირი ბალანი, იგი შეიძლება იყოს ჩალის ფერი, შავი, ცისფერი მარმალიროსფერი ვეფხისებრი შეფერილობის. ლამაზ კისერზე კანი მჭიდრით ეკვრის, თვალები საშვალო ზომისაა. კუდი გრძელი და ბოლოში ვიწროა.

