Loverone
სანამ ლიბერალებს არ დავაპობთ არაფერი გვეშველება!

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1298
წევრი No.: 194480
რეგისტრ.: 27-November 14
|
#43089461 · 7 Dec 2014, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახელწოდება ,,ქუთაისი”-ს შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრია გამოთქმული, ზოგი მათგანი ქალაქის სახელწოდებას უკავშირდებს მისი ამშენებლის ან უძველესი პატრონის სახელს, მაგრამ ამგვარ მოსაზრებებს არა აქვს საკმაო დასაბუთება. არსებობს ლენგედა,რომ ქალაქი კლდიან ბორცვიან ადგილას გაშენდა, თვით მდინარე რიონის კალაპოტი კლდიანია, კლდის ლოდების დამუშავება მეტად რთული გამხდარა და მის მშენებელს ქვის თათიანი მშენებლები მოუყვანია სამშენებლო მასალის დასამუშავებლად და კლდოვანი ადგილების დასამორჩილებლად, აქედან წარმოშობილა სახელი "ქვათათათისი", რაც ქვისთათიან მშენებლებზე მიანიშნებდა, დროთა განმავლობაში კი ქვათათისმა ქართული ენის კეთილხმოვნების გავლენით სახე იცვალა და ქუთაისად მოგვევლინაო. მეცნიერთა მოსაზრებები იმ საკითხის ირგვლივ უფრო ტრიალებს და უფრო სარწმუნოდაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ქალაქის ქვიან ადგილზე წარმოშობას უკავშირდება. მისი პირველდაწყებითი სახელი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: "ქუთა–ია". ამ სიტყვის პირველი ნაწილი "ქუა"–ს უკავშირდება, მაგრამ შემდგომში "ქუთა–ია" – "ქუთაია"–დ გარდაიქმნა, ხოლო სუფიქსი "ია" შეიცვალა სუფიქსით "ისი". ასეთი გარდაქმნა სავსებით ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ, რადგან, "უ"–ს გვერდით "ა"–ს გამოთქმა აღარ ეგუებოდა ქართული ენის ბუნებას. სუფიქსი "ისი" კი ხშირად გვხვდება უძველესი ქართული ქალაქების სახელწოდებებში მაგ. "თბილისი", "დმანისი" და სხვ. "ქუთ" ფუძის ფართოდ გავრცელებას ქართველურ და წინაბერძნულ ტოპონიმებში ყურადღება მიაქცია რ. გორდეზიანმა და შესაძლებლად მიიჩნია ამ ფუძის გადასვლა ძველქართულიდან ბერძნულ ლექსიკაში. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ტერმინ Kuta–ს (არსებობს ასეთი დასახლება კუნძულ კრეტაზე) შეიძლება კავშირი ჰქონდეს ქუთაისის სახელწოდებასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბერძნულ წყაროებში ლეგენდარულ კოლხეთთან დაკავშირებით არაერთხელაა ნახსენები ქუთაისი (რისმაგ გორდეზიანი, წინაბერძნული და ქართველური, თბ. უნივ. გამომც. 1986 წ. გვ. 25, 117–118). უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილმდებარეობის გეოგრაფიული თავისებურება დაედო საფუძვლად ძველი ქუთაისის ციხე–სიმაგრის უქიმერიონის სახელის წარმოქმნას. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, "უქიმერიონი" უდრის მეგრულ "ოხვამერი"–ს, რაც ნიშნავს სალოცავს (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ.1. თბ. 1951, გვ. 428). ეს ახსნა დამაჯერებელია; ამავე დროს სიტყვა "უქიმე–რიონი"–ს მეორე ნაწილი ზუსტად ემთხვევა სახელს მდინარისას, რომელიც ამ ადგილს ჩამოუდის, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ უქიმერიონი თავის დროზე მდ. რიონის ნაპირზე მდებარე სალოცავს აღნიშნავდა, ხოლო შემდგომში ციხემ მემკვიდრეობით მიიღო ეს სახელი. თუმცა "უქიმე–რიონის" გაიგივება "რიონისპირა სალოცავთან" უარყო მიხეილ ალავიძემ (გაზ. "ქუთაისი", 1984 წ. 4 აგვისტო), ამავე დროს თვით მ. ალვიძეს მოყავს მეგრული კომპოზიტები "ოხვამეკარი" (სალოცავი კარი) და "ოხვამემოჭვილი" (სალოცავი დამწვარი). ორივე სიტყვაში პირველი ნაწილი – "ოხვამე" ნიშნავს სალოცავს და გაუგებარია რატომ გახდა მეცნიერთათვის მიუღებელი ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება. კოლხეთის უძველესი ისტორიის ერთ–ერთი მკვლევარი აკ. ურუშაძე აღნიშნავს, რომ ძვ. წ. ა. III ს–ის და უფრო გვიანდელ ლათინურენოვან წყაროებში არაერთგზის ქუთაისის მოხსენიება ეყრდნობა უფრო ადრინდელ წყაროებს, რაც ნათლად გვიჩვენებს ამ სახელის უძველეს წარმომავლობას (გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 1985 წ. 27 დეკემბერი) ქალაქს იხსენიებს აგრეთვე VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი, როგორც ციხეს, თავის "De bello Gothico" მოხირიზისის (მუხურის) აღწერისას, პროკოპი შენიშნავს: "ამ მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რიონი. მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე, რომელიც შემდეგ ხანებში მათ მეტწილად მიწასთან გაუსწორებიათ, რადგან ის მეტად დაბალ ვაკეზე მდებარეობდა და მათი აზრით, ადვილი მისასვლელი იყო. მაშინ ამ ციხეს კოტიაონს უწოდებდნენ ელინური ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთაისს ეძახიან – ამგვარად პროკოპი იხსენიებს ქალაქის სახელს ძველი ბერძნული ფორმით, ხოლო ლაზები კი თურმე უწოდებდნენ "ქუთათისს". პროკოპის გამგრძელებელი აგათია სქოლასტიკოსი ამ ციხეს "კოტაისს" უწოდებს. მაშასადამე, ქუთაისის სახელი ორგვარადაა ხმარებული. ფუძისეული "თ"–ით და "თ"–ს გარეშე. პროკოპის სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ ქართველები უფრო ირჩევდნენ ფორმას "ქუთაისს", ამასვე მოწმობს ჩვენი მატიანეები, იქ ყველგან ეს სახელწოდება იხმარება, სწორედ ამ ფორმით. ჯუანშერთან: "ქუთათისს", "ქუთათისსა" – "ქართლის ცხოვრება". ვახუშტის თხზულებაში ვხვდებით გამოთქმებს "ქუთათისის ტახტისათვის", "ქალაქი ქუთათისი", ასევე ხმარობს მეორე ფორმასაც – "ქუთაისი". მომეტებულად მაინც, როგორც ეტყობა ძველად ირჩევდნენ ფორმას "ქუთათის"–ს. ხომ არ წარმოიშვა "ციხე ქუთათისის" სახელი ვინმე "ქუთათი"–საგან? და საერთოდ შესაძლებელი იყო კი ჩვენში ადგილისათვის ადამიანის სახელის მიკუთვნება? გივი ჟორდანიას მოჰყავს მაგალითები "მატიანე ქართლისაი"–დან. ლაპარაკობს რა მეფე ბაგრატ მესამის ღვაწლზე, მემატიანე სხვათა შორის წერს ამ მეფეზე: "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა", ხოლო ანასეულ ნუსხაში, სხვა ნუსხებისაგან განსხვავებით, იკითხება "ეკლესია ქუთათისი". გამოდის რომ მოსაზრება უსაფუძვლო არ არის, გამოდის რომ ჩვენ ქუთაისს, ძველად "ქუთათის"–ად წოდებულს, შეუნარჩუნებია მისი უძველესი პატრონის ანდა ამგების, ვინმე "ქუთათის" სახელი, რომლის ანალოგიური სახელი იხსენიება ძვ. წ. აღ. III ათასწლეულის დამლევს, ურის III დინასტიის ხანაში და II ათასწლეულის ნახევარში – ნუზის ტექსტებში. გივი ჟორდანიას მოსზრებას ქალაქის სახელი დაუკავშიროს მისი ამშენებლის ან უძველესი პატრონის საკუთარ სახელს, საკმარისი დასაბუთება არა აქვს. უფრო ახლოს უნდა იყოს სინამდვილესთან ის მოსაზრებანი, რომლებიც ქალაქის სახელწოდების წარმოქმნას ადგილმდებარეობის თავისებურებებით ხსნიან. კერძოდ, გასული საუკუნის შუა წლებში საქართველოს სიძველეთა ერთ–ერთი მკვლევარი დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი მარი ბროსესადმი გაგზავნილ წერილში წერდა: "ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვისაგანა: ქვა, მთა, ისი (ე. ი. "ქვიან მთაზე ქალაქი") და შემდგომ ჟამთა ცვლილებებისა უწოდებიათ "ქუთაისი". "ქუთაისი"–ს წარმოქმნა, რომ "ქვა"–სთანაა დაკავშირებული, ეს მოსაზრება გაიზიარა ვ. ჩაკვეტაძემ და შესაბამისი დასაბუთება მისცა მას. საქართველოში ხშირად გვხვდება გეოგრაფიული პუნქტების ქვასთან დაკავშირებული სახელები: ქვახვრელი, ქვაციხე, ქვათახევი... ქუთაისის მიდამოებში (ქვიტირი, ქვილიშორი...). ქუთაისი, როგორც გეოგრაფიული პუნქტი ჩაისახა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე, სადაც მეგრულ–ჭანური ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, ამიტომ სიტყვა, "ქუთაისი"–ს ძირი მეგრული დიალექტის ლექსიკონში უნდა ვეძებოთ. ამ დიალექტზე კი "ქვა"–ს შეესატყვისება "ქუა" და ქუთაისის სახელწოდებას მაშინ საფუძვლად უნდა სდებოდა "ქუა". უძველეს დროშია ჩასახული ქუთაისი, ასევე მეტად ძველია თვით სახელწოდება "ქუთაისი", რომლის ბერძნული მოდიფიკაციები – კუტაია, კუტაიონი, კუტატისიონი და სხვა მოხსენიებულია ანტიკური ხანის ისტორიკოსებისა და პოეტების თხზულებებში. ისტორიკოსი გ. გაბუნია თვლის, რომ სახელწოდება "კუტაიისი" შეიძლება ვივარაუდოთ ძვ.წ.აღ. VII საუკუნიდან, შესაძლებელია ძვ. წ. აღ. XIII საუკუნიდან. ოთ. ლორთქიფანიძისა და ვ. ჩაკვეტაძის მოსაზრებებს და რიგი მკვლევარების მოსაზრებებს თუ გავითვალისწინებთ, ქუთაისის ადრინდელი ისტორია დაახლოებით ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ძვ.წ.აღ. VI-III სს.–ში კოლხეთის დედაქალაქი იყო ქუთაისი (იგივე ქუთათისი, კუტაია, კვიტაიონი, კოტაიონი), რომელიც არა მარტო სამხედრო–პოლიტიკურ ფუნქციებს ასრულებდა, არამედ ვაჭრობა–ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენდა. შემდგომში მან დაკარგა სატახტო ქალაქის მნიშვნელობა. მომდევნო პერიოდის ისტორიკოსები და გეოგრაფები კოლხეთის დედაქალაქად უკვე სხვა პუნქტებს ასახელებენ (არქეოპოლისი და სხვ.), მაგრამ ქუთაისი და მეზობლად მდებარე უქიმერიონი, მათი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, კვლავ რჩებოდნენ ციხე–სიმაგრეებად. ლ. სანიკიძე "პოემა არგონავტიკის" ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ თანამედროვე "ქუთაისის" ქვეშ 3500 წლის წინათ არსებულ ქალაქს სძინავსო.
ქვეყანა ოქროს საწმისისა
ქუთაისთან დაკავშირებული ლეგენდებისა და თქმულებების შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით თქმულებათა მთელ ციკლს "ოქროს საწმისზე", ანუ არგონავტების ლაშქრობაზე "ოქროთი მდიდარ კოლხეთში". დასავლთეთში ყველაზე დიდიმბრძანებელია კრეტის მეფე, ზევსის ძე მინოს, აღმოსავლეთში კი – კოლხეტის მეფე, ჰელიოსის ძე აიეტი. ბერძნებს კოლხეთი წარმოედგინათ "ოქროს ქვეყნად", რადგან მთიდან წამოსულ მდინარე რიონს მოაქვს ოქროს ქვიშა, კოლხები მდინარეთა ჩქერებს ცხვრის ტყავებს ჩაუგებენ და როცა ამოიღებენ თან ამოჰყვება "ოქროს საწმისებს". საბერძნეთიდან სიკვდილს გამოქცეული ორქომენელი უფლისწული ფრიქსე, ოქროს მატყლოვანი ვერძით მოვიდა კოლხეთის სატახტოში – ქუთაისში და მეფე აიეტს თავშესაფარი სთხოვა, გულმოწყალე ხელმწიფემ ლტოლვილი უცხოელი შეივრდომა, შემდგომ სიძედაც დაისვა. ხოლო ოქროს ვერძი კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, ოქროს საწმისად წოდებული, უმაღლეს მუხაზე დაჰკიდეს. განვლო დრომ და კოლხეთს ისევ ეწვივნენ ბერძნები, ორმოცდაათი გმირი, თესალიელი უფლისწულის, იასონის წინამძღოლობით ხომალდ "არგო"–თი. არგონავტები, ასე შემორჩნენ ისინი ისტორიას. მათი მიზანი ოქროს საწმისის წაღება გახლდათ საბერძნეთს, როგორც სიბრძნის, სიუხვის და კეთილდღეობის სიმბოლოსი. ქუთაისი, კოლხთა სატახტო ქალაქი დიდის პატივით და სტუმართმოყვარეობით შეხვდა უცხოელებს. ნადიმის შემდეგ იასონმა გაბედა და ოქროს საწმისი ითხოვა. აიეტი დათანხმდა, თუკი იასონი შეძლებდა შეესრულებინა ყოველივე, რასაც თვითონ მეფე ასრულებდა ყოველთვის. იასონს მძიმე გუთანსა და უღელში უნდა შეება ცეცხლისმფრქვეველი ხარები, ოთხდღეური მიწა ნახევარ დღეში დაეხნა, თან ხნული დრაკონის კბილები დაეთესა და მათგან აღმოცენებული გიგანტები მახვილით გაეჟლიტა. ასეთი რამის აღსრულება იასონს არ შეეძლო, მაგრამ მხსნელად აიეტის უმცროსი ასული მედეა მოევლინა, რასაც ოქროს საწმისის გატაცება მოჰყვა. არგონავტები, მედეა, ოქროს საწმისი და ქუთაისი ერთმანეთს აგერ უკვე 3500 წელზე მეტია კოლხეთის დედაქალაქ ქუთაისიდან ასე დაუკავშირდა.
პ.ს. ჩემი აზრს მერე მოგახსენებთ ქვენ რას ფიქრობთ ჩამოყარეთ.
--------------------
ქართველი ერი: ლაზები,აჭარლები,გურულები, მეგრელები,აფხაზები,იმერლები,რაჭველები,სვანები, , მესხები,ქართლელები,კახელები,თუშები,ხევსურები, ფშაველები,მთიულები+ყველა ის ახალი წევრი ვისაც უმრავლესობა მიიღებს ქართველად. ქართველებში გავრცელებული დეფექტები: ლიბერალიზმი,ისლამი,რუსეთუმეობა,მედასავლეთელობა
|