http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=12560&lang=ge&Title საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ივანიშვილის გაქცევის შემდეგ, ის ერთადერთ ადამიანს დასჯის, მას, ვინც პროკურორებს იბარებს და დავალებებს გასცემს.
აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეკრებილ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან, ვარშავიდან სკაიპით ჩაერთვისას გააკეთა.
სააკაშვილის განცხადების შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი ზონა“ ავცელებს.
„ჩვენ დავრჩით ეკონომიკაში შემოსული მილიარდების გარეშე. ვისაც ეგონა ივანიშვილი მილიარდებს ჩამოურიგებდა, მისი მილიარდები მისსავე ჯიბეში დარჩა. იმ დროს როდესაც ივანიშვილი გაიქცევა საქართველოდან, მე არ ვაპირებ ვინმეს დასჯას, საქართველოს არ ექნება შურისძიების დრო. დავსჯი ერთ ადამიანს, ვინც იბარებს პროკურორებს და გასცემს დავალებებს. ეს დრო დადგება ძალიან მალე და ეს მომენტი უნდა დადგეს იმაზე მალე, ვიდრე ივანიშვილს ჰგონია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.