ამერიკელი მწერალი.
დაიბადა 1963 წლის 23 დეკემბერს.
ჟანრი: მხატვრული ლიტერატურა
ავტორია:
1) საიდუმლო ისტორია - The Secret History (1992)
2)პატარა მეგობარი - The Little Friend (2002)
3) ჩიტბატონა (უკეთესი თარგმნაი მოიფიქრეთ ) - The Goldfinch (2013)
ამ უკანასკნელში მან აიღო პულიტცერის პრემია.
თაიმსის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა ( სრული სია იხილეთ
http://time.com/time100-2014/)წერს წიგნებს დაახლოებით 10 წლის შუალედით, რაც სავარაუდოდ, ხარისხზე დადებითად მოქმედებს.
ქართულ თარგმანზე ოცნებაც ზედმეტია.
მე ვკითხულობ და ჯერ არ დამისრულებია The Goldfinch, თუმცა, ეს ხელს არ მიშლის ვიყო აღფრთოვანებული მწერლითა და წიგნით.
თხრობის სტილი - ფილოსოფიური სიმშვიდე, რაც ტრაგედიას უფრო ასატანს და გასაგებს ხდის.
ხელოვნების თემა მთელი ისტორიის ფონია, რაც მისტიკას სძენს შინაარსს და ამასთანავე მიზიდავს მე, როგორც მკითხველს,
რომ აუცილებლად გადავშალო შემდეგ გვერდზე.
ენა - ექსპრესიული და დატვირთულია.
სიუჟეტი საინტერესოა და უჩვეულია მისი პერსონაჟის გამო, თუმცა აღწერილი ემოციები არ დგას შორის რიგითი მოკვდავის ემოციებისგან.
ძალიან ლამაზია

Caring too much for objects can destroy you. Only—if you care for a thing enough, it takes on a life of its own, doesn’t it? And isn’t the whole point of things—beautiful things—that they connect you to some larger beauty?
The Goldfinch