შალვა ოგბაიძე : აი, რა დარჩა მტკვრისგანთბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თითქმის დამშრალი მტკვრის სანაპიროს ფოტო გამოაქვეყნა.
“ეს ფაქტიურად არაგვის და ლიახვის ნარჩენია .მტკვარი პრაქტიკულად აღარ მოდის.”-წერს შალვა ოგბაიძე. “თითქმის 3 წლის წინ წამოვწიეთ თემა, რომელიც მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლას ეხებოდა.აღმოჩნდა, რომ ეს თემა ახალ აქტუალობას იძენს, რადგან მტკვრის დებეტმა აშკარად იკლო, და თუ ეს პროექტი განხორციელდა(საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ასპინძის რაიონში 240 მეტრიანი სიმაღლის(!) კაშხალის მშენებლობა) თბილისში მალე მტკვრის მაგივრად მხოლოდ არაგვი ივლის.
ამ თემას რამდენიმე ბრიფინგიც მივუძღვენით.(გთავაზობთ ერთ-ერთი ბრიფინგის ტექსტს: 26.01.2012)
„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს
თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრის კალაპოტის შესაძლო ცვლილების შესახებ ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაციები საქართველოში იმთავითვე დიდი საიდმლოებით იყო მოცული.
ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია(წყარო) საქართველოს საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს განცხადების ბაზაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა თურქეთის მხარის განზრახვა-აეშენებინათ მტკვარზე კაშხალი, რასაც შესაბამისად-თურქეთის გარკვეული ტერიტორიის დატბორვა მოჰყვებოდა.
ამ სტატიაში მაქსიმალურად ,,შერბილებულია’’ ის უარყოფითი შედეგები,რაც მტკვრის დებეტის შემცირებას შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ მინგეჩაურში ჩამდინარე მტვარი მხოლოდ 3%-ს იღებს თურქეთიდან, ხოლო დანარჩენს საქართველოს ტერიტორიაზე ..ჰკრეფს’’.(სინამდვილეში თურქეთიდან საქართველოში წყლის შემოდინება 32-35%-ის ფარგლებშია). აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტრო ბოლოს დასძენს, რომ თურქეთის ეს გადაწყვეტილება(არავინ იცის რამდენად არის უკვე გადაწყვეტილი) შესათანხმებელია საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეებთან.
ეს შეთანხმება სავალდებულო იქნებოდა სამივე ქვეყნისათვის თუკი ისინი იქნებოდნენ შესაბამისი კონვენციის ხელმომწერი მხარეები(,,ჰელსინკის ტრანსსასაზღვრო ტბების და მდინარეების დაცვის შესახებ’’). მაგრამ სამწუხაროდ არცერთი ამ სამი მეზობელი ქვეყნიდან არ არის ამ კონვენციის ხელმომწერი მხარე. ამ კონვენციასთან მიერთება საქართველოს ფორმალურად და საკმაოდ სწრაფად ახლაც შეუძლია, მაგრამ ეს კონვენცია მდინარეების სისუფთავის დაცვის ისეთ სტანდარტებს ავალდებულებს ხელმომწერ ქვეყანას, რასაც საქართველო პრაქტიკულად ვერ შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი(მათ შორის NATO) საქართველოს ავალდებულებს სამეზობლო პოლიტიკის ფორმატში(ფარგლებში) ამ კონვენციასთან მიერთებას.
თურქეთი ჩვენი საუკეთესო მეზობელი და პარტნიორია და რა თქმა უნდა ჩვენთვის გასათვალისწინებელი და ყურადღება მისაქცევია ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები. თურქეთისთვის აღნიშნული საკითხი ,,გეოპოლიტიკური – სახელმწიფოებრივი ინტერესის’’ სფეროა.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მდ. მტკვარზე, უნდა აშენდეს მსოფლიოში ერთ-ერთი გიგანტური სიმაღლის(დაახლოებით 250 მეტრი) კაშხალი, რომლის ძირი და ენერგობლოკი იქნება საქართველოში, ხოლო შეტბორვა განხორციელდება თურქეთის ტერიტორიაზე.
რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას:
ასპინძას დაემუქრება გაუდაბნოება(არიდულ ზონად გარდაქმნა)
შეტბორვის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მტკვრის დებეტის გაკონტროლება.
შეტბორვის შემდეგ წყალსაცავიდან ნაწილი წყლისა გადავა ჭოროხში.
.კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გარდა ყველაზე ცუდი შედეგი დგება შიდა ქართლისთვის, რადგან ის დარჩება სარწყავი წყლის გარეშე.
წყლის დებეტის მოკლების შემდეგ მტკვარში კლებულობა ე.წ. ,,შეზავების პროცენტი’’ანუ, მატულობს მისი დაბინძურების ხარისხი.
თუ დავეყრდნობით სააკაშვილის ოფიციალურ განცხადებას, აგრეთვე გარემოს დაცვის მინისტრის საკმაოდ კომპეტენტურ დასკვას -,,მტკვარი მოდიოდა, მტვარი მოდის და მტკვარი ივლის საქართველოში’’-რომ მან მიაღწია ერდოღანთან შეთანხმებას ჭოროხზე ერთობლივად ჰესის მშენებლობის შესახებ. ეს ფაქტი რა თქმა უნდა,,სამთავრობო მედიის’’ მიერ შეფასდა როგორც ,,ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად’’.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმების დროს,საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და კანონიერი ინტერესი და როგორც უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებული ეს ხელშეკრულება თუ შეთანხმება ბუნდოვანებითაა მოცული, მიღებულია ერთპიროვნულად საზოგადოებასთან შეთანხმებისა და საჯარო მსჯელობის გარეშე.
მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან სრულ ინფორმირებულობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმ საექსპერტო დასკვნების გასაჯაროებას (თუ ასეთი საერთოდ არსებობს), რომლის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ეკოკატასტროფის წინაშე დააყენა საკუთარი ქვეყანა.
http://www.postalioni.com/2014/12/fffhkk%E...83%A9%E1%83%90/
ეს რა არი.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo