სულ უფრო პოპულარული ხდება ფორუმი, შესაბამისად მეტი ფლუდერი ან უბრალოდ უაზრობების დამწერი უზერი რეგისტირდება ყოველდღიურად.
ყველაზე შესამჩნევი ეს არის პოლიტიკის განყოფილებაში. ხოდა დაგვეხმაროს ადმინისტრაცია პატიოსან ხალხს და მოიფიქროს რამე რომ
არ მოგვიწიოს იმ უზერთა პოსტების კითხვა რომლებიც ჩვენთვის უინტერესოა.
ახლა მიპასუხებთ შენთვის უინტერესოაო მაგრამ იქნებ სხვას აინტერესებს მისი აზრიო
ხოდა ამიტომ დაამატონ რაიმე ფუქნციას რომელი მომცეს შესაძლებლობას კონკრეტული უზერის პოსტები დავბლოკო
ანუ მათი პოსტები მე აღარ ამომიგდოს ფორუმზე

ძალიან პრაქტიკული იქნება
ტექნიკურად საკმაოდ რთული გასაკეთებელია
მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ მოსახმარს გახდის ფორუმს
მაგალითად პოლიტიკაში უბრალოდ რამდენიმე ათეულ უზერს ვხედავთ
რომლებიცც აბსოლუტურ დემაგოგიას ეწევინ. და ძალიან ურევენ სიტუაციას
ბევრს პოსტავენ და ჯანსაღი დისკუსია აღარ ხერხდება