martvileli
Stromae

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3037
წევრი No.: 123111
რეგისტრ.: 30-October 10
|
#43133307 · 11 Dec 2014, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | შარშან საქართველოს პარლამანტში დიდი ზარზეიმით, 111 ხმით ნოლის წინააღმდეგ მივიღეთ ანტიდისკრიმინაცული კანონი, რაც იყო ფარისევლობა, რადგან პარლამენტში არ არის 111 ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ არ უნდა იყოს არანაირი ნიშნით დისკრიმინაცია და არ არის 0 ადამიანი რომელსაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, უბრალოდ ვერავინ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა, ვინც გაბედა - მიხედეს. იყო ერთი ადამიანი რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა, მერე პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც სკოლაში ისე ამოიკითხა სია და ჰკითხა : თქვენ წინააღმდეგი ხართო? იმან თქვა: - არა მე არასწორად მივაჭირეო, მერე გარეთ გამოვიდა და თქვა მე მაგ კანონისთვის ხმა არ მიმიციაო. ეს უპრინციპობაა.
|
| QUOTE | ყველამ იცის, ლიტერატურაში პრობლემა არ აქვს არავის: პრემიერ მინისტრმა იცის, პრეზიდენტმა იცის... ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ამათი ციტატების ტელევიზიებში. ერთი სტროფი ვერცერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ვერ თქვა ვერასდროს, გინდ მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზემოდან, ქვემოდან, ფულიანმა, უფულომ ყველამ სცადა, ერთმა ვერ გაიხსენა, მაცალე, მაცალეო და მთელი ტელევიზია უცდიდა პირდაპირ ეთერში როდის გაიხსენებდა, ბედი ჩვენი რომ მე-3 თუ მე-4 წუთზე გაიხსენა სტროფი თორემ დაიღუპებოდა ის ტელევიზია და ჩვენ სუყველა
|
| QUOTE | ქართველ კაცს როგორ დააბამ ძმაო?! - საუბრობდნენ პარლამენტში საავტომობილო ღვედის კანონის განხილვისას. პირველ მოსმენაზე კანონპროექტი ჩავარდა. ბესო ჯუღელმა თქვა, რომ ჩემი ინკასატორი თუ ვიღაც რომ მოდისო და ჩემი პროდუქტი დააქვსო (და მთელი პარლამენტი იხსენებს რა პროდუქტზე საუბარი კვდება სიცილით, ძალიან საჭირო პროდუქტზე იყო საუბარი, გოგონებმა მიაქციეთ ყურადღება), ის ყოველ ჩასვლაზეო მაღაზიასთან უნდა იხსნიდეს ღვედს და იკეთებდესო, ხომ ჩამივარდა ბიზნესიო და არ მივიღეთ კანონი. მერე გართულდა სიტუაცია და მივიღეთ კანონი
|
| QUOTE | ... ეგერ კაცი გვყავს, რომელმაც ყველაზე მეტი იშოვა და ჰგონია, რომ ყველას მაგივრად მან უნდა გააკეთოს ყველაფერი და ჩვენ რამენაირად უნდა დავეხმაროთ, რომ ყველაფერს თვითონ ვერ იზამს
|
--------------------
c'est à notre tour!
|