როგორც 1იმერელი1-მა აღნიშნა უფრო ზუსტად კი 1imereli1მა მართლაც კარგი კაცი ვიყავი,
არ დამცალდაო ვერ ვიტყვი ალბათ უფრო პირიქით,
დამცალდა.
ხოდა ერთ ამბავს მოგიყვებით
ჩემს ეკიპაჟში ერთი კაცი იყო,არავის ახსოვდა ჩვენს გემზე მუშაობა როდის დაიწო,ყველა ამბობდა რომ მოვედი უკვე იყოო
ეს კაცი კი სულ ერთნაირად გამოიყურებოდა.
დამჭკნარ მაჯებზე ისევ შერჩენოდა მებარჯეობის დროს აკრებილი ძალა.
საჭმელად რო დასხდებოდნენ ხოლმე ეკიპაჟის წევრები
კონსერვს დაიკავებდა ხელში მოუჭერდა ცალი ხელით და ზეთს ადენდა
ეს იუნგა კი აგინებდა....ყველაფერს სვრის მაგის ძალით ნაცარქექიას დევი პირშიც ჩავაწურეო მარა ვინ უგდებდა ყურს....
ხოდა ერთ დღესაც,გავაცნობიერე რო ჩემად ყოფნას იმ კაცად ყოფნა ჯობდა,
მივედი და ვეუბნები
-ბიჭო ტარიელ(ტარიელ მკლავაძე ხართქო ვაჯავრებდით,ერთხელ დელფინებთან მოუვიდათ ჩინჩხალი და გადანასკვა ერთმანეთში 4 დელფინი, მასინ მახსოვს კუკმა კაი გადანასკვული დელფინის უხა მოგვიმზადა,მას მერე შერჩა ეს სახელი) შენობა მინდა და უნდა დამითმოთქო.
შენი ტარიელი ვარ მე ამხელა კაცი შენი ასე და ისეო?
შევცბი, ჟაკ ივ კუსტო ვარ ხო? ვიღაც ბარბოსა კიარ ვარ ტრიუმის ვირთხას გინება გავაბედინო,
ავდექი და ,ახალგაჭყლეტილი ჭპროტი ედგა მაგიდაზე,დავაჭყლიტე დაღარულ თავზე.
აი ახლა ხომ ხარ ჩემი ტარიელი დავსჭყივლე მე!
გაბრაზდა და გემბანზე ავარდა
მოკიდა ანძას ხელი და მოტეხა,მერე კიჩოს მიადგა გადმოკეცა,გადმოკეცა და უკანა წვეტთან მიიტანა
მერე გვერდებიც ხინკალივით მოუხვია ამ ჩვენ გემს
დაგვღუპა ამ შობელძაღლმა მეთქი ვყვიროდი, ეს კიდე არ ჩერდებოდა,
არც იგინებოდა, არც გაბრაზება ეტყობოდა, მიმდგარი იყო ამხელა ჟეშტის გემს და კეცავდა და კეცავდა
ასე შეიქმნა ჩემი წყალქვეშა.
რომელშიც ის კაციც მუშაობდა.....წყალი რო შემოვარდებოდა ხოლმე მივუშვებდით და იმ ადგილს მოჭყლიტავდა ერთი გემრიელად.
რა იმედით კითხულობთ ამხელა რაღაცას მწერალი კიარ ვარ კაი რამე დავწერო