იმ ანეკდოტისა არ იყოს, მესამეჯერაა უკვე პირში გვაძლევენ

მოკლედ მეგობრებო უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ აფხაზეთის თემაზე რა გვინდა როგორ გვინდა,
რისი შანსია და რისი არა. ჩამოვყაროთ ეს ყველაფერი თორე ნუ უკვე ეს ტრაგედია და ტკივილი უკვე კომედიად და ანეკდოტად იქცა.
თუ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით, სხვა (ამ ქეისში მოთამაშე სუბიექტი) მითუმეტეს ვერ/არ ჩამოყალიბდებდა.
სინამდვილეში კი თუ კარგად დავუფიქრდებით არჩევანი არც ისე ბევრი გვაქვს, ჩვენივე სიბრიყვით, ურაპატრიოტობით, მოღალატე, მოღალატეს ყვირილით, ქედმაღლობით, ირაციონალობით და სიყეყეჩით, რამდენჯერმე გავუშვით ისეთი სიტუაციის შექმნის შანსი, რომელზეც დღეს სერიოზულად საუბარი უბრალოდ სასაცილოა.
და გამოსავალი დღეს მხოლოდ არი, არა ფართო ავტონომიაში, არა ფედერაციასა თუ კონფედერაციაში, არამედ პირდაპირ აღიარებაში, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, ჩვენივე თანასწორი. ეს არის ერთადერთი შანსი, გააუვნებელყო აფხაზეთის რუსეთთან პირდაპირ შეერთება, ყირიმივით. სამწუხაროდ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცხოვრების ყველაზე ჭკვიანური რეჩის თქმას მოყვა ხბოსაღტყინება და ისევ ძველი და ტკბილი "მოღალიატე, მოღალიატეს ყვირილი", იმ დებილმაც იმ სეკუნდშივე გადაიფიქრა და რაღაცა მოიგონა, არასწორად გამიგეთო და ის იდეაც ჩაფარცხა...
თუ აქამდე რუსეთს ეპყრა ყველანაირი გასაღები ამ კონფლიქტში, ძალაუფლებისაც, გადაწყვეტილებისაც, თუმცა ასევე როგორც აფხაზეთის მეგობრის და დამოუკიდებლობის გარანტისაც, დღეს ეს სიტუაცია იცვლება. თუ აქამდე რუსეთი აფხაზებს სთავაზობდა იმას, რის წართმევასაც ჩვენ ვუპირებდით აფხაზებს, ამ ხელშეკრულების შემდეგ, ჩვენ გვიჩნდება შანსი შევთავაზოთ აფხაზებს ის, რისი წართმევის საფრთხე რუსეთის მხრიდან უკვე გამოჩნდა აფხაზების თვალსაწიერიდანაც (ანუ რაც ჩვენთვის ვთქვათ ისედაც ნათელი იყო, დღეიდან უფრო მეტი ადამიანი დაინახავს იქაც). და ეს არის დამოუკიდებლობა, სრულუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის შეთავაზება, ინვესტიციების ჩადება და ეტც. რა თქმა უნდა თავდაუსხმელობაზე ხელმოწერით და დისტრაკებით. ყველანაირი ისეთი ხელშეკრულების დადების გარეშე, რახ რუსეთმა დაუდვა.
სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, აფხაზეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ეს არის კომუნიზმზე უტოპიური იდეა, უწინ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე აფხაზეთი დაუბრუნდება ერთიან საქართველოს ისევე როგორც იყო. იქნება ეს ომის გზით თუ მოლაპარაკების, ეს ვარიანტი, არის გამორიცხული საფუძველშივე. და თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, მათზე დროის ხარჯვას არ გირჩევთ იმათ ვინც ამას ხვდებით.
სხვა ყველა ვარიანტში (კონფედერაცია, ფართო ავტონომია, ბლა ბლა ბლა) ჩვენ გვჭირდება ერებს შორის შერიგება, რაც მე ძნელად წარმომიდგენია, სიტუაცია ისედაც უარესდებოდა ადრე როცა არანაირი კონტაქტი არ იყო და აზზე არ ვიყავით იქ რა ხდებოდა, ეხლა სოც. ქსელების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ აფხაზები და რაღაც კონტაქტზე გავიდეთ, მარა ეს ფაქტი იმაზე კიდევ უარესი შედეგის მომტანი გამოდგა ვიდრე კარჩაკეტილ/ხიდჩატეხილობა.
ქართული ეროვნულ-პატრიოტული Fეისბუქელთა ბატალიონი დადის სხვა და სხვა აფხაზი ადამიანების კედელზე და ჯეგავს ყველაფერს დედის ფროჩისა და ფათახის გინებების ფონზე და ბოლომდე კლავს და სისხლში ახშობს, ყველანაირ უკანასკნელ დადებით წვეთსაც კი რაც შეიძლება არსებობდეს ამ ორ ნაციას შორის.
და ამ მხრივაც დამოუკიდებლობის შეთავაზება, ჩვენი თანასწორად აღიარება, იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგმული ერებს შორის შუღლის შეწყვეტისაკენ. სხვა შემთხვევაში თუ კი ოდესმე ჩვენ დავიბრუნეთ აფხაზეთი, ეთნოკონფლიქტი ისევ მოხდება და ვივლით ასე წრეზე.
ამ სიტუაციის გადარჩენის ერთადერთი (თუმცა არა გარანტირებული რა თქმა უნდა, ძალიან მცირედით განვსაზღვრავდი ამ შემთხვევაშიც შანსს სიტუაციის გადარჩენისას) შანსი არის იმაზე მეტის შეთავაზება რასაც ამ წუთას სთავაზობს რუსეთი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ დამოუკიდებლობა და ინვესტიციების ჩადება აფხაზეთის კურორტებში, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და მაქსიმალური დახმარება ევროინტეგრაციაში (ნუ ეს ცოტა სასაცილოა ჩვენ თვითონ სადა ვართ იმათ რომ ვთავაზობთ, მარა მაინც, სამომავლოდ გამოადგებათ) სამხედრო და თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობა და პარტნიორობა.
ჩვენ ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ. შეგვიძლია მერე ნელ ნელა ვთხოვოთ რომ ლტოლვილების რაღაც ნაწილი მაინც, სურვილი ვისაც ექნება დაბრუნდეს იქ. და სიტყვაზე ჩვენ ქართულმა სახელმწიფომ ავიღოთ ვალდებულება, მათი იქ დაბინავების.
სხვა ყველა ვარიანტი განწირულია.
სუ რო რუსეთი დაიშალოს და მის ადგილზე წყალი ჩამოდგეს. ჩვენ აფხაზებს მაინც ვერ დავიბრუნებთ.
და დროა ოცნებებიდან ქართველი ადამიანი დაეშვას ძირს მიწაზე, აწონ დაწონოს შექმნილი სიტუაცია და შეხედს რეალობას თვალებში და მორჩეს ცაში ფრენას.
ხოდა და კიდე, Fეისბუქზე სხვა და სხვა გვერდებზე სკვითებივით და კიმეირიელებივით ჯლიგინს და წერას:
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!
სამ ენაზე.....
უბრალოდ უხერხულია...
მეორე სარგებელი რაც ამ ფაქტს ექნება, ისაა, რომ რუსეთს ერთმევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენთან სავაჭრო და მანიპულირების საკითხი/საშუალება...
ეს ყველაფერი ადვილი არ იქნება მაგრამ მუშაობა მხოლოდ ამ მხრივ უნდა მიმდინარეობდეს.
რუსეთის დაშლის ლოდინი არაფერს არ მომცემს და ამაში კარგად მარწმუნებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები FB-ზე.
პ.ს. ყველაზე სამწუხარო და თუ გინდ ვთქვათ სასაცილო კი ისაა, რო ამდენი ვწერე და რო გავიხსენებ ვინ მართავს დღეს ქვეყანას, კარგად ვხვდები რომ იმის იმედი რო დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ამ გზას დაადგება, არის იმდენადვე უტოპიური რამდენადაც თვითონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების იდეა
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution