» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არჩევნები მზეჭაბუკების გამოვლენის ადგილი არ არის – არჩევნებზე რამდენიმე კანდიდატიდან უკეთესი უნდა აირჩიო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 2016 წლის არჩევნებში მმართველი კოალიციის პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"მე შეიძლება მგონია, რომ ჩემი მზეჭაბუკი ჯერ არ დაბადებულა ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ არჩევნები ამის ადგილი არ არის. კოალიცია "ქართული ოცნება" ვინმეს აღარ უნდა? მაშინ უნდა მკაფიო პასუხი გასცეს, ვინ უნდა და რატომ უფრო მეტად. ეს არის არჩევნები. "ქართული ოცნება" არ მოვსულვართ იმიტომ, რომ ყველა სხვა, დანარჩენი პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრეს. თუ ვინმე უფრო დამაჯერებლად დაარწმუნებს ხალხს, მიიღებს კიდეც ხმებს. პირადად მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ძალიან ხშირად, ყველაზე მარტივად იმას ვივიწყებთ, რა ავიცილეთ თავიდან, რადგან რაც თავიდან ავიცილეთ, ის ხომ არ მომხდარა და რაც არ მომხდარა ხომ არ დაგვინახავს და ამიტომ ხომ არ ვიცით და ასე შემდეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მოვა დრო, როცა ძალიან ხანგრძლივად ისაუბრებს, "რა ავიცილეთ თავიდან და თუ არა ამის აცილება, სად შეიძლება ყოფილიყო ქვეყანა და რა არის ამაში "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წვლილი".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...li-ar-aris.htmlპარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მოვა დრო, როცა ძალიან ხანგრძლივად ისაუბრებს, "რა ავიცილეთ თავიდან და თუ არა ამის აცილება, სად შეიძლება ყოფილიყო ქვეყანა და რა არის ამაში "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წვლილი".რუსეთზეა საუბარი ვითომ?