
ჰოლივუდელ-ვაკელი სვეტის (სავარაუდოდ მალიბუში 53-ში ან 55-ში სწავლობდა) დაკოტა ჯონსონის და ირლანდიელი ჰანქის ჯეიმს -მარი-ანტუანეტა-დორნანის ეროტიკული ტრანსფერების კასკადი
სინოფსისი2011 წლის მაისი. ანასთეიშა „ანა“ სტილი, 21 წლის მორიდებული სტუდენტი გოგონა, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ ვანკუვერის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. ანა და მისი თანაკურსელი, მდიდარი ოჯახის შვილი ქეით კავანა ერთ სტუდენტურ ბინაში ცხოვრობენ.
ლამაზი ქეითი უნივერისიტეტის სტუდენტური გაზეთის რედაქტორია. ქეითი მორცხვი ანასგან განსხვავებით თამამი, გაბედული და ამბიციური პიროვნებაა. მას სურს გაზეთისთვის ინტერვიუ ჩამოართვას შტატის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან 27 წლის მილიარდერ ბიზნესმენს კრისტიან გრეის (ინგლ. grey - რუხი). ქეითი გრიპით ხდება ავად, მისი დაჟინებული თხოვნით სიეტლში ბ-ნ გრეისთან ინტერვიუს ასაღებად ანასთეიშა მიდის. ინტერვიუმ არც ისე კარგად ჩაიარა, გოგონა დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში აღარ იხილავს ამ ადამიანს. თუმცა მოულოდნელად გრეი სტუმრობს მაღაზიას, სადაც ანა გამყიდვლად მუშაობს.

მომავალ ამბიციურ ჟურნალისტ ქეით კავანას ინტერვიუს საბოლოო სახის მისაცემად კრისტიან გრეის ფოტოები სჭირდება. რაზეც ანასთეიშას ახალგაზრდა ექსცენტრიული ბიზნესმენი სიამოვნებით თანხმდება. ფოტოსესიის შემდეგ კრისტიანი გოგონას ყავაზე ეპატიჟება. მყუდრო, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ ელეგანტურ „ყავის სახლში“ მიამიტი ანა მომხიბვლელ ახალგაზრდა ულაყს გულს გადაუშლის. გოგონა უყვება თავის გატაცებაზე კლასიკური ბრიტანული ლიტერატურით. კერძოდ, მათი საუბარი ეხება მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე თომას ჰარდის ცნობილ რომანს „დ’ერბერვილების ტესი“ [5], ვიქტორიანული ინგლისის წეს-ჩვეულებს.
საკმაოდ უცნაური, თუმცა ჰოლივუდის სტანდარტული ვარსკვლავის გარეგნობის მქონე მილიარდერი, ვისთვისაც საკუთარ ულტრათანამედროვე ცათამბჯენში განთავსებული „სათაო ოფისის“ გარდა, მდიდრული მანქანები, ექსქლუზიური რესტორნები, ფეშენებლური სასტუმროები, საკუთარი შვეულმფრენები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მის მრავალათასიან თანამშრომლით დაკავებულ ჰოლდინგში, სადაც ყველა მზად არის კრისტიან გრეის ემსახუროს, შეასრულოს ყველა მისი მითითება, თუ სურვილი. მოულოდნელად ოდნავ დაბნეული და საკუთარ თავში არც თუ ისე დარწმუნებული ახალგაზრდა ქალით იხიბლება.
თუმცა სახლში დაბრუნებული ანასთეიშა სულ სხვანაირად ფიქრობს. ახალგაზრდა ქალი დარწმუნებულია, რომ კრისტიან გრეისთან ეს უკვე მართლაც უკანასკნელი შეხვედრა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ფოსტის კურიერს ელეგანტურად შეფუთული მცირე კოლოფი მოაქვს. მუქი ფერის ძვირფას ქაღალდს ანასთეიშა აუჩქარებლად ხსნის. საიდანაც „დ'ერბერვილების ტესის“ 1892 წლის ძალიან კარგად შენახული პირველი ორგინალური გამოცემა ჩნდება.
ქესთიელოზა მამფორდი - ქეთრინ „ქეით“ კავანა, ანასთეიშას საუკეთესო მეგობარი და თანაკურსელი
ჯენიფერ ელი - კარლა ვილკსი, ანასთეიშას დედა
მარშა გეი ჰარდენი - გრეის ტრევილიან გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ დედა
ვიქტორ რასუკი - ხოსე როდრიგესი, ანასთეშიას ამხანაგი
ლუქ გრიმესი - ელიოტ გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ ძმა
რიტა ორა - მია გრეი, კრისტიანის „არა ბიოლოგიური“ და
მაქს მარტინი - ჯეისონ ტეილორი, კრისტიანის დაცვის სამსახურის უფროსი
ქრიუDirected by Sam Taylor-Johnson Writing Credits
Kelly Marcel ... (screenplay)
E.L. James ... (novel)
Produced by
Jeb Brody ... executive producer
Dana Brunetti ... producer
Michael De Luca ... producer
E.L. James ... producer
Marcus Viscidi ... executive producer
წარმოება2012 წლის დასაწყისში, ჰოლივუდის რამდენიმე სტუდია ცდილობდა მიიღო ნიუ-იორკ თაიმზის მიერ წლის ბესტსელერების ჩამონათვალში [6] შესული რომანის ეკრანიზაციის უფლება. გაზეთის 2014 წლის თებერვლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში უკვე 100 მლნ. წიგნი იყო გაყიდული [7]. უორნერ ბრაზერსი, სონი, პარამაუნტი, უნივერსალი და მარკ ვალბერგის კინოკომპანიამ ფილმის გადაღების უფლების მისაღებად ფინანსური შეთავაზება ოფიციალურად გაასაჯაროვა. 2012 წლის მარტში უნივერსალმა (Universal Pictures) და ფოკუს ფიუჩერმა (Focus Features) მიიღო მწერალ ე. ლ. ჯეიმსის ტრილოგიის გადაღების უფლება. ნაწარმოების ავტორმა კონტრაქტში მოითხოვა ფილმის გადაღების პროცესში გარკვეული კონტროლის შენარჩუნების უფლება. ამიტომ ე.ლ. ჯეიმსმა გადაწყვიტა მოეწვია ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორის დევიდ ფინჩერის ფილმ სოციალური ქსელის პროდიუსერები მიხაელ დე ლუკა (Michael De Luca) და დანა ბრუნეტი (Dana Brunetti). მედიის ცნობით ფილმის საწყისი ბიუჯეტი განისაზღვრა 40 მლნ. დოლარით.
ეკრანზე გამოსვლა2013 წლის თებერვალში კინოკომპანია „უნივერსალის“ თავმჯდომარის ადამ ფოგელსონის თქმით, ფილმი „მომავალი წლის ზაფხულამდე მზად იქნება ეკრანზე გამოსასველად.“ ამის შემდეგაც „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ეკრანზე გამოსვლის სხვადასხვა თარიღი სახელდებოდა. ბოლოს გადაწყვეტილ იქნა პრემიერა 2015 წლის ვალენტინობის პერიოდისთვის დაემთხვიათ. 12 და 13 თებერვალს „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ მსოფლიოს გარშემო უმეტეს ქვეყანაში იქნა ნაჩვენები [11]. ოფიციალური პრემიერა გაიმართა 2015 წლის 11 თებერვალს ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ბოქს ოფისიFifty Shades of Grey
Domestic Total as of May. 7, 2015: $166,167,230
Distributor: Universal Release Date: February 13, 2015
Genre: Romance Runtime: 2 hrs. 5 min.
MPAA Rating: R Production Budget: $40 million
საუნდრეკი