გამარჯობათ,მოკლედ ამ თემის გახსნის სურვილი იმიტომ გამიჩნდა,რომ ხშირად სადმე წასვლა რომ მინდა გასართობად,ვიჭედები ხოლმე.
გართობაში იგულისხმება არა კლუბი,ან რესტორანი ან მსგავს ადგილები,არამედ ცოტა ორიგინალური და ახალი ადგილები რა.ძალიან გაბაზრებული რომ არაა.
მაგალითად 1 კვირის წინ ვიყავი იარაღის მაღაზია დიანაში და აღმოვაჩინე,რომ ტირი ქონიათ.10 ტყვიაც ვისროლე,მიუხედავად იმისა,რომ ნაღდად არ მეყო და მაგრადაც ვერ გავერთე,მაინც გაასწორა,რომ საერთოდ ვისროლე.პირველად ვისროლე გლოკიდან და თან მიზანში... მოკლედ გაასწორა რა.
ხოდა მსგავსი ადგილები თუ იცით სადმე დაწერეთ,იმედია საბილიარდოებს და ინტერნეტ კაფეებს გაცდება თემა

P.S. თუ მსგავსი შინაარსის თემა უკვე არსებობს დამილინკეთ და დავხურავ ამას