წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მდებარე „გეგუთის სასახლეში“ რუსი კინომატოგრაფიის სტუდენტები ფილმს იღებენ.
ადგილზე იმყოფებოდა „ქუთაისი თუდეის“ გადამღები ჯუფი, სადაც ვანდალური ფაქტი დააფიქსირა.
რუსმა სტუდენტებმა გეგუთის ციხეში კოცონი დაანთეს.
სააგენტოს კითხვაზე, თუ რატომ დაანთეს კოცონი, სტუდენტებმა უპასუხეს: ისინი ფილმს იღებენ და აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთ უწყებასთან შეთანხმებული არიან.
ამასთან ერთად დანაგვიენებული ადგილებიც გადავიღეთ. გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს ანტისანიტარიად ქცეული გეგუთის ციხე. როდესაც დანთებულ კოცონს ვუღებდით, მოულოდნელად ჩვენთვის უცნობი პირი მოვიდა, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ საჯარო მოხელე გახლავთ.
იგი პრეტენზიებს გამოთქვამდა, რატომ არ ხდება ღამით გეგუთის ციხის განათება. ის ნივის მარკის მანქანით იმყოფებოდა და აქვე ავტვირთავთ აღნიშნული მანქანის ფოტოებს.
„ქუთაისი თუდეი“ საქართველოს კულტურის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნათია მურაჩაშვილს დაუკავშირდა.
როგორც მურაჩაშვილმა განაცხადა, გეგუთის ციხეში კოცონის დანთება არ შეიძლება.
„გეგუთის ციხეს კულტურის დაცვის ეროვნული სააგენტო იცავს. ძალიან ცუდი რამ მითხარით, ინფორმაციას ქუთაისის მუზეუმის დირექტორს გადავცემთ,“-აღნიშნა ნათია მურუჩაშვილმა.
http://kutaisitoday.com/?p=10153