#43159944 · 14 Dec 2014, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიკვდილის ჩამოვლა ვიხილე. ჩამოვლა კი არა, - უწყვეტი მდინარება...
საზარელი სახე აქვს წინ, გვერდით, ქვემოთ, ზემოთ და იმ მხარეებზე, რომლებიც ოთხი კი არა, - უამრავი მხარეა. სიკვდილს ოთხი მხარე არ აქვს. მისი მხარეები უთვალავჯერ მრავალია და მრავალჯერ მილიონი...
მისი საზარელი სახე ყველგანაა... მასში, ჩემში, შენში, ვისაც იცნობ და ვისაც არ იცნობ მათში... შენს საყვარელ და შენს საძულველ ადამიანებში.
ვინაც ჩემზე უწინარეს იყო, ვინაც ახლა არის და ვინაც ჩემზე ადრე აღარ იქნება და ვისაც მე დავტოვებ ჩემს შემდეგ აქ... ყველა ჩვენგანის სახეები სიკვდილში დაბორიალობენ და სიკვდილი საზარელ კალეიდოსკოპად ამორევებს მათ.
მისი მორევივით მბორგავი და მარად საზარლად ცვალებადი სახე ბოსხის ნახატებივით სახავენ მისსავე საზარლობას.
გველის სხეულში ჩაცმული ვიხილე ჩემი თავი და დრაკონის სხეულში გარდაისახებოდა გაურკვევლად, სწრაფად, მოუხელთებლად...
მრავალი თქვენთაგანი იზილებოდით იმ მორევში ჩემთან ერთად.
მხსნელის მოხმობის სურვილი ისახებოდა თქვენს და ჩემს შეძრწუნებულ სახეებზე,მაგრამ ამ სურვილის სახება ისე სწრაფად იცვლებოდა ძრწოლვაში, რომ ვეღარ ვასწრებდით მხსნელის მოხმობას.
სასოწარკვეთილება სასოწარმკვეთ ხმიანობას გამოსცემდა და ეს საზარელი უფსკრულთა უფსკრულების ექოსავით მგმინვარე დისჰარმონია ნაფლეთებად აქცევდა ქერცლით თუ რაღაც ბლანტი და საზიზღარი მასით შემოსილ ჩვენს სხეულებს... სხეულები იფლითებოდა და მერე უფრო საზარელი ფორმებით იკვრებოდა კვლავ.
სიკვდილში მყოფს ყველას სიკვდილი სწყუროდა ხსნის კვალდაკვალ. მაგრამ არც სიკვდილი დგებოდა და არც საშველი ჩნდებოდა.
მხოლოდ სიკვდილი იყო საზარლად მედინი და უცვლელი. ყველა სიკვდილში იყო, მაგრამ სიკვდილში სიკვდილს ვერავინ ახერხებდა.
უხილავმა ძალამ ამომაგდო ამ მასიდან და სადღაც გარდამტყოცნა. "სიკვდილის მწუხარე ველი!" - ამ ფარზამ გაიჟღრიალა და წყვდიადი ისეთია, როგორიც არავის დედამიწაზე არ უნახავს.
წყვდიადის მეფის უკიდეგანო სიწყვდიადე!
აქ არც სიკვდილი და არც სიკვდილის ბინადართა სახეები არ არ ჩანს. აქ არაფერი არ ჩანს. აქ არც არაფრის ხმიანობაა... წვდიადი და სიჩუმე ორივე გზარავს. წყვდიადით ძრწოლვა. სიჩუმის შიში. სიჩუმის შიში და სიჩუმით ძრწოლვა ერთად გზარავს.
მერე რაღაც საძაგელი სინათლე ჩნდება, რომელიც წყვდიადზე საშინელია. განძრევა არ შემიძლია და გაქვავებული მივშტერებივარ ცრიატს, რომელიც წყვდიადზე უფრო ბნელია.
მიშტერებაში იმედისმომცემმა ნათელმა იმატა ერთ მხარეს, რომელსაც მხარე არ ჰქვია, რადგან უმხარეო მხარესაა...
უკვე შევძელი და ოდნავ შემთბარი მხნეობით უღონოდ მოვუხმე მას, ვისაც უხმობენ საშველად.
მოხმობამ გაქცევა შემაძლებინა და გავიქეცი იმ მხარეს, სადაც უდაბნოსფერი ნათება შევამჩნიე და რომელსაც მხარე არ აქვს.
მე გავრბივარ, გავრბივარ და ვგრძნობ იქ საშველია...
გავრბივარ, მხნეობა მემატება და მივუახლოვდი საშველის კიდეს. ახლა საშველში უნდა გადავეშვა!
უეცრად სხვა მხრიდან, რომელიც მხარე არაა, არსება გამოექანა, რომელშიც ვიღაცა მეცნობა და ის ვიღაცა თავის სახეს მალავს და საშიში სახით წინ მიხვდება.
მკრავს ხელს, არ მიშვებს შვების კარებთან და მისვრის უკან საშველთა კიდედან...
ჩემი სხეული ლოგინში შეძაგძაგდება. თვალებს ვახელ და აცახცახებული სხეულით კვლავ აქ ვარ. სხეულის ცახცახი ჰგავს ახალდაკლულ და გატყავებულ ცხოველის ხორცის ცახცახს. სასიცოცხლო ძალები ჯერაც რომ არ განშორებიან და შორდებიან.
ჩემო მფარველო, თუ ჩემი მფარველი ხარ, რატომ არ მაცალე საშველში გადაშვება? ვეკითხები მას.
- ჯერ ადრეა! - ჯერ კიდევ იტანჯე მცირე ხანს. ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ ეს ტანჯვა შენთვისაა.
უსიტყვოდ, შეგრძნებად მიპასუხა მან და გამეცალა.
და მე ვხვდები, ტანჯვა სასჯელი კი არა, - სამომავლო ჯილდოა.
ტანჯვა სიკეთეა!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|