ერთ-ერთი ინტერნეტ გაზეთი იუწყება რომ...
თბილისში, შესაძლოა, რუსული წარმოების ავტობუსები გამოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტოპარკის განახლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში რუსული „газ-ის“ ოფიციალური დილერი „სტრადა ავტო“ გაიმარჯვებს. კომპანიის ხელმძღვანელის დავით ზაუტაშვილის თქმით, ისინი გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში, რადგან რუსული „газ-ის“ წარმოების ავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება – არის თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების და იტევს 24 და მეტ ადამიანს.
სწორედ ზაუტაშვილის კომპანიაა რუსული ავტომწარმოებლის პროდუქციის დილერი და ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა „газ-ის“ ავტომობილებს ჰყიდის.
რუსულმა „газ-მა,“ რომელიც კომპანიათა ჯგუფ „ბაზოვი ელემენტში“ შედის, საქართველოში ახალი თაობის მანქანების „გაზელ NEXT “–ისა და „გაზონ NEXT“–ის გაყიდვები უკვე დაიწყო. საუბარია მსუბუქ კომერციულ ავტომობილ „გაზელ NEXT“–ზე, „გაზელ ბიზნესზე,“ და სხვა მოდელებზე.
ქართულ ბაზარზე აღნიშნული ავტომობილების დილერი კომპანიის „სტრადა ავტოს“ გენერალური დირექტორის დავით ზაუტაშვილის განცხადებით, ქართულ ბაზარზე „გაზის“ ავტომობილებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ამის მიზეზად ზაუტაშვილი მაღალ ხარისხსა და დაბალ ფასს ასახელებს.
კერძოდ, ევროპულ ანალოგებთან შედარებით, ეს ავტომობილები 30–40 პროცენტით იაფი ღირს და მათი ღირებულება 14 და 17 ათასი დოლარიდან იწყება.
მდაააა.
კი მესმის და ვხვდები რო რაიონებში დღემდე შემორჩენილია მითი რომ "ვოლგა" თუ გყავს კაცი ხარ კაცური, მამა გყავს პრაკურორი და სწავლობ იურიდიულზე მაგრამ?! ხო არ ანძრევენ ესენი, რა გაზელი ნექსთი დედა#####ული 17კ დოლარი ღირსო, იასნია ეღირება 24 კაცი მაგაში რო ჩაჯდეს გაწყდება შუაზე, ყოველ წელიწადში იმდენი ექნება დანახარჯი 3 ახალი ტრანზიტის ან 1.5 ავტობუსის ფულს მოიხმარს,
კაროჩე ბელორუსია გახდება მალე საქართველო. საშვალო ხელფასი 120 ლარი, გულაობა ვოდკა მანქანა ვოლგა facepalm.gif

აჰა ისიამოვნეთ რუსული შემოქმედებით
This post has been edited by metreveli-123 on 16 Dec 2014, 21:24