გერმანულმა კონცერნმა ფრანკფურტის ავტო შოუზე 5 050 მმ სიგრძის, 1 958 მმ სიგანის და 1 409 მმ სიმაღლის მქონე S class Coupe Concept წარადგინა 21 ინჩანი დისკებით...
რაც შეეხება ინტერიერს მანქანა ისევე როგორც სტანდარტული S class-ი აღჭურვილია შეხების სენსორით ე.წ „touch screen”, სალონში დამონტაჟებულია 4 პატარა ზომის საათი, რომელიც მფლობელის სურვილის მიხედვით ნებისმიერი ქვეყნის დროს აჩვენებს...
მანქანა აღჭურვილია 4.6 ლიტრი მოცულობის V8 „ბიტურბო“ ძრავით, რომელიც 449 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
S class coupe ასევე აღჭურვილია უახლესი ელექტრო და სტერეო სისტემით, მანქანის წინა ნაწილში ჩამონტაჟებულია ორი კამერა ე.წ მანქანის თვალი, რომელიც მძღოლს აძლევს სამგანზომილებიან გამოსახულებას მანქანის წინ 50 მეტრის მანძილზე არსებულ ნებისმიერი მცირე ზომის საგნისაც კი... ავტომობილში ასევე ჩამონტაჟებულია კორპუსის კონტროლის სისტემა, რომელიც ავარიული სიტუაციის შექმნისას უზრუნველჰყოფს მის გაჩერებას...
აი სურათებიც




_medium.jpg)
ძაან ლამაზი გამოუვიდათ