ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველომ და უკრაინამ 2015 წელს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღონ.
ლატვია 2015 წლის იანვარში, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. რინკევიჩმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას, უკრაინასაც და საქართველოსაც, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უვიზო მიმოსვლის უფლება, რიგაში მომავლი წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
"ჩემს იდეალურ სამყაროში არსებობს მინიმუმ ერთი, ან შესაძლოა, უფრო მეტი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა, სადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამა გაუმჯობესებულია", - აღნიშნა მან და დაამატა, რომ უკრაინა პროცესებს უმნიშვნელოდ ჩამორჩება, მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ტექნიკური პრობლემების გამო.
მისი თქმით, ქვეყნებმა კიდევ არაერთი რეფორმა უნდა განახორციელონ, მათ შორის, მნიშვნელოვანია სასამართლოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდა, სანამ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ცნობისთვის, მოლდოველებს უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონის ქვეყნებში აპრილში მიენიჭათ. მათ შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 22-ში, ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.
http://news.ge/ge/news/story/116971-shesad...-ufleba-miighos This post has been edited by kupara on 17 Dec 2014, 15:12