#45907235 · 10 Oct 2015, 00:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
11 ოქტომბერს საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე(ჯინო ფერედაისის მეზობლად) გაიმართება საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი თბილისი 2015. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრი ტროფი სპრინტში სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები(აზერბაიჯანი,სომხეთი,თურქეთი,ირანი,რუსეთი,ჩეჩნეთი) შეჯიბრის ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა სადაც დაუკრავენ ლაივ ბენდები, საღამოს ფესტივალს დახურავს დაჯილდოვება და დაუკრავენ DJ-ები. ადგილზე მოეწყობა მინიბარები და ფასთფუდის ობიექტები. შეჯიბრი იქნება ძალიან საინტერესო და ექსტრემალური,მონაწილეები სერიოზულ ბრძოლას გამართავენ, იქნება ბევრი კონტაკტი და შეჯახებები.
დასწრება თავისუფალია
მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ ხვალ(10 ოქტომბერს) დილის 11 საათიდან ვარდების მოედანზე რედისონის წინ მობრძანდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია.
არ გამოტოვოთ წლის ყველაზე ექსტრემალური საავტომობილო სანახაობა
|