როგორ აღწერეს სტალინი, როდესაც ბაილოვის ციხეში ჩასვეს, საინტერესოა ნახეთ
1. სიმაღლე - 2 არშინი და 4, ½ ვერშოკი (161, 8 სანტიმეტრი. - ვ. გ.).
2. სხეულის აგებულება - ნორმალური.
ა) აქვს თუ არა სხეულის ნაწილებზე რაიმე განსაკუთრებული - მარცხენა ფეხზე
შეზრდილი აქვს მეორე და მესამე თითები.
ბ) აქვს თუ არა თავის დაჭერის რაიმე განსაკუთრებული მანერა - არა.
3. გარეგნობით მოხდენილი შთაბეჭდილება – ჩვეულებრივი.
4. თმის ფერი თავის, ღაწვების, ულვაშების, წვერის, ბაკენბარდების, წამწამების - თავის - მუქი წაბლისფერი, ულვაშებისა და წვერის - წაბლისფერი.
თმის ტიპი - სწორი.
თმის ვარცხნილობა - გადავარცხნილი.
იპარსავს თუ არა თმას - არ იპარსავს.
5. თმის ფერი და სიდიდე, აქვს თუ არა გარეგნული დათვალიერებით რაიმე თავისებურება თვალებს, აქვს თუ არა რაიმე თავისებურება გარეგნული დაკვირვებით გამოხედვაში, შორსმხედველია თუ ახლომხედველი, ატარებს თუ არა სათვალეს - თვალები მუქი წაბლისფერია, საშუალო სიდიდის, სათვალეს არ ატარებს.
6. თავის ფორმა და განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - ჩვეულებრივი.
7. შუბლის ფორმა და განსაკუთრებული ნიშნები - შუბლი სწორი, არცთუ ისე მაღალი.
8. ცხვირის ფორმა და ზომა - ცხვირი სწორი, გრძელი.
9. სახის ფორმა, კანის ფერი, აქვს თუ არა კანს რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - სახე გრძელი, ჩოფურა ნაყვავილარი.
10. პირის ღრუ, აკლია თუ არა კბილები და კერძოდ რომელი - ქვედა მარჯვენა ყბაზე აკლია წინა კბილი.
11. პირისა და ნიკაპის ფორმა, გარეგნული თავისებურებანი, აქვს თუ არა საუბრის დროს რაიმე ჩვევა (ემანჭება ტუჩები, იღიმება) - პირი ნორმალური, ნიკაპი წაწვეტებული, საუბრისას რაიმე განსაკუთრებული ჩვევა არ აქვს.
12. ხმის ხასიათი, ებმის თუ არა ენა - ხმა წყნარი, ენა არ ებმის.
13. ყურების ფორმა და ზომა, აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი - ყურები საშუალო ზომისაა.
14. სიარულის მანერა და
თავისებურებანი - ჩვეულებრივი.
15. აქვს თუ არა სხეულსა და მის დაბოლოებებზე ავადმყოფობის ნიშნები, ხალები და საერთოდ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - მარცხენა ყურზე აქვს ხალი, სახეზე ნაყვავილარი.
________________________
ფეისბუქის გვერდის ლინკს სპეციალურად არ ვდებ
შეესევიან აქაური პატრიოტები
მიმაგრებული სურათი