გარდაცვლილის დედისგან ცნობილი ხდება, რომ კანადაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე დაიხურა.
კანადაში დაკარგული გოგონას მარიამ მახნიაშვილის გვამის პოვნიდან 2 წლის შემდეგ, გამოძიებას ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე - ვინ და რატომ მიიყვანა მარიამ მახნიაშვილი გზატკეცილის ხიდთან და რამ გამოიწვია მისი კვლელობა თუ თვითმკლვლელობა.
ამ დრომდე ციხეში რჩება დაღუპულის მამა. ვახტანგ მახნიაშვილმა ტორონტოში სამი ადამიანი დაჭრა. ყველა მათგანს ის ქალიშვილის დაკარგვაში ადანაშაულებდა.
სასამართლომ ბრალდებულს 2011 წელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ მახნიაშვილის საქმე დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ განიხილა. მას გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
პატიმრის საქართველოში გადმოყვანისთვის ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.
http://www.newposts.ge/?l=G&id=59310ნეტავ ვინ მოკლა ეს ლამაზი გოგო ?