მოკლედ ცოტა დრო მქონდა, ბენზინის ფასებზე დიდი აურ ზაურია და ვცადე ოდნავ სხვა კუთხით შემეხედა სიტუაციისთვის.
კალონკა და მსგავსი ტერმინებისთვის წინასწარ ბოდიშს მოგიხდით, გამომეყენა და მერე შეცვლა დამეზარა.
დამაინტერესა 2.05 ლარიდან რომელიც ბენზინი ღირს ვის რა წილი მისდის.
რამდენიმე მონაცემით და დაშვებებით ასეთი სურათი მივიღე (თუ რამე გამომეპარა გამისწორეთ, წუთებში ავაწყე. მეთოდოლოგია სპოილერში იხილეთ)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეთოდოლოგია:
პროდუქტის თვით ღ-ბა:
http://www.mof.ge/2066 2014წ. ნოემბრის თვე. პრემიუმი (სესსნ 27101245000). დოლარის კურსი ნოემბრის თვის საშუალო (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582&lng=geo)
აქციზი: 250ლ ტონაზე
ტრანსპორტირება: 20$ ტონაზე
კალონკის გადასახადი (?) 5 თეთრი ლიტრზე. ეს სადღაც წავიკითხე, არ ვიცი ზუსტად არის თუ არა
SG&A: დავუშვი რომ მთელი ხარჯის 10% ემატება რეკლამას, რეალიზაციას, პერსონალს და ა.შ.
მოგების გადასახადი: მოგების 20%
სუფთა მოგება: მოგებას გამოკლებული მოგების გადასახადი
საცალო ფასი დღგ-ს გარეშე: საცალო ფასს მინუს დღგ
დღგ: საცალო ფასის 18%
საცალო ფასი: 2.05 ლარი პრემიუმზე ნოემბერში. მგონი ესე იყო
ამ ცხრილიდან დავყავი რა ნაწილი ვის ჯიბეში მიდის 4 ძირითად კატეგორიად:
1. ნავთობ მწარმოებელი ქვეყნები ანუ პროდუქტი რაც ჯდება
2. ხარჯები ტრანსპორტირების, რეკლამას, რეალიზაციას, პერსონალს და ა.შ.
3. სახელმწიფოში შესული ფული მოსაკრებელ გადასახადები
4. ნავთობ იმპორტიორების სუფთა მოგება.
შედეგი ასე გამოიყურება:

საინტერესოა ალბათ რომ გარდა იმისა რომ გემრიელი ლუკმა ხვდებათ იმპორტიორებს, ამაზე დიდ ლუკმა სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.
ცოტა წინ წავედი და ვცადე დამენახა რა მოხდებოდა ნავთობ იმპორტიორების მარჟა ~20%-დან 5%-მდე რომ შევამციროთ, რაც ინდუსტრიაში საერთაშორისო საშუალოა:

საინტერესო შედეგებს ვხედავთ, საცალო ფასი 1.50 ლარი გამოდის, რაც ბევრად იაფია და იმ სახელმწიფო ტენდტერების ფასთანაც ახლოსაა.
იგივე განაწილება კი ასე იცვლება:

[COLOR=red] შეცდომა: 150.05 ლარის ნაცვლად 1.05 ლარი უნდა ეწეროს[COLOR=red]
ყველაზე საინტერესო ამ ფაქტში ის არის, რომ გარდა იმისა რომ იმპორტიორები დიდ ლუკმას კარგავენ, სახელმწიფოსაც საკმაოდ დიდი კლება აქვს შემოსავლებში.
48 თეთრიდან 29 თეთრამდე მცირდება სახელმწიფოს "წილი" ლიტრიდან. (19 თეთრით)
რაოდენობრივად გამოსახვაც ვცადე. 2014 წლის მოხმარებასთან დაკავშირებით მონაცემები არ მაქვს, ამიტომ 2013 წლის ინფორაცია გამოვიყენე. არამგონია დიდად შეცვლილიყო, არც ეკონომიკაში იყო დიდი ძვრები და არც სასწაულებრივად შეცვლილა გაზ/ბენზინის ბალანსი.
2013 წელს სულ იმპორტირებული იყო 375 000 ტონა ბენზინი.
19 თეთრით ამ რაოდენობაზე საბიუჯეტო შემოსავლის შემცირება ნიშნავს რომ,
სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებიტ 95 მილიონი ლარით ნაკლები შევა!
ინტერპრეტაციას არ მოვახდენ, უბრალოდ ვვარაუდობ რომ ერთ ერთი მიზეზი რატომაც არ უნდა სახელმწიფოს ფასების შემცირება ესაა, ყოველგვარი კორუფციული სქემების გარეშე.
This post has been edited by pxovela on 20 Dec 2014, 05:26