მოგესალმაბით, ბოდიში თუ არასწორ ადგილას ვხსნი თემას მაგრამ წესებში საწინააღმდეგო ვერაფერი წავიკითხე...
ზუსტად ორი კვირის წინ ვაკანსია ვნახე ინტერნეტში, ოფისში სამუშაოდ, პიარ მენეჯერის თანამდებობაზე, თვითონ იქ ბევრი არაფერი ეწერა გარდა იმისა, რომ მექნებოდა სტაბილური 500 ლარიან ხელფასი, როცა დავრეკე მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი მეორე დღეს კაკაბაძეების N20-ში, დილის 10-12 საათამდე, მივედი აღნიშნულ მისამართზე და შევედი იტალიური ეზოში, დავინახე კარი, რომელსაც ფანქრით ეწერა ოფისი, იქ დამხვდნენ სხვა ჩემსავით სამსახურის შოვნის იმედედად შეპყრობილი ადამიანები, უმრავლესობა ვიყავით სტუდენტი, რადგან განცხადებაში ეწერა, რომ სტუდენტებს ექნებოდათ შეღავათები. შეგვიყვანეს რაღაც ოთახში და დაგვისვეს ზოგადი კითხვები, სად მუშაობდით, გამოცდილება და ა. შ. მოგვცეს სივები ზოგადი კითხვებით: სად სწავლობდით, სად ცხოვრობთ, ხართ თუ არა რისკიანი, მოკლედ განსაკთრებულ არაფერი. სივს ზედ ეწერა შპს "პიარ-აკადემია" (ინტერნეტში ვერაფერი ვნახე). მოკლედ მითხრეს, რომ მომწერდნენ იმავე დღეს, თუ სივი იქნებოდა მისაღები... და ასეც მოხდა დაახლობეთი საღამოს ათ საათზე მომივიდა მესიჯი, რომ უკვე აყვანილი ვიყავი და ერთადერთი რაც უნდა გამეკეთებინა უნდა მივსულიყავი მეორე დღეს 2 სააათზე... ასეც მოვიქეცი, შემოვიდა იგივე დამსაქმებელი და გაგვაცნო პირობები, რომ პიარი უნდა გაგვეკეთებინა ებრაული პარფიუმერიის კომპანიისთვის (სახელი არ მახსოვს), თან ოფისიდან გაუსვლელად, ორიფლეიმი შეადარეს სექტას

და ხაზი გაუსვეს იმას, რომ არ მოგვიწევდა კარდაკარ სიარული. ასევე გვექნებოდა 470 ლარი ხელფასი, +პრემიები რომელიც წესით არ უნდა ყოფილიყო 200 ლარზე ნაკლები და დღეში უნდა გვემუშავა მხოლოდ 4 სააათი, თან შეგვეძლო მივსულიყავით მაშინ როცა მოგვესურვებოდა. პირველი ეჭვი გამიჩნდა მაშინ, როდესაც ჩემსავით წარმატებით გაიარა გასაუბრება ადამიანმა, რომელსაც ენა საშინლად ებნეოდა, თან არ ჰქონდა სკოლა დამთავრებული, არ ვაყენებ არვის შეურაცჰყოფას მაგრამ საქმის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ბევრი უნდა გვესაუბრა კლიენტთან გამართულად და დამაჯერებლად! შემდეგში ეჭვი გამიმძაფრდა როდაესაც მოგვცეს რაღაც ქვითარი და გვითხრეს, რომ უნდა გადაგვეხადა მომსახურების 35 ლარი (უმუშევრებს!!!), რათა ბანკში გაეხსნათ ჩვნთვის ანგარიში, სადაც ხელფასი დაგვერიცხებოდა. მიმუშავია რამოდენიმეგან და კარგად ვიცი, რომ ბანკის ანგარიში იხსნება უფასოდ და ყველა ხარჯს ფარავს დამსაქმებელი... რათქმაუნდა თანხა არ ჩამირიცხავს და წამოვედი იმედ გაცრუებული, შემდეგ გავიკითხე და გავიგე, რომ ბევრი დარჩა მოტყუებული, თავიდან სამი დღიანი ვითომ ტრენინგები გაიარეს და შემდეგ გამოაგდეს შეთითხნილი მიზეზებით...
რამოდენიმე დღეში კი დამირეკა მეგობარმა, რომ გავყოლოდი გასაუბრებაზე, მითხრა რომ პირობები ჰქონდათ ისეთივე, სადაც ვიყავი მე, ოღონდ ეს იყო პეკინზე, ჯეოსელის წინ, გავყევი და ჰოი საოცრებავ, ზუსტად იგივე, წარწერა (ოფისი ფანქრით) იგივე კითხვები, ამჯერად არ გავჩუმებულვარ და ბოლოს მივიღე ლანძღვა და პროვოკატორის იარლიყი, საბედნიეროდ სხვა დასაქმების მსურველები გამომექომაგნენ, მაგრამ იყვენენ ისეთებიც ვინც მაინც შეავსეს სივი...
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და არის თუ არა რაიმე საშუალება ებრძოლო მსგავს თაღლითურ ორგანიზაციებს.
მადლობა ყურადღებისთვის!
This post has been edited by SabaGEO on 26 Nov 2014, 10:58