მეგობრებო, მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ თავებში რამე შევიდეს მაგრამ მიზნობრივი გრანტი მიღებული და ასათვისებელია.
აქვე მინდა ვაღიარო რომ ამხ. ბობოხიძე გასალახი იყო და გაილახა. სპრავედლივად.
როგორც იქნა. გაფუჭებულია ფაქტიურად,
ეხლა გადავიდეთ კლიპზე.
ნაწარმოები წარმოადგენს, როგორც შენიშნავდით, ისპანურ ფლამინკოზე დამყნობილ სპასრული შიქასტის ჰანგს.
მიაქციეთ ყურადღება ვირტუოზ მოცეკვავეს.
ჯერ სახელი და გვარი თუ გაქვს კაცს - ასეთი უნდა გქონდეს - შარუხ მუშკი-ღოლამ. გასლავთ კომედი ფრანსეზის აქტიორი.
მიაქციეთ ყურადღება როგორ მინიმალისტურ სტილშია გაკეთებული. და როგორი გემოვნებით.
მარტო მომღერლის კაბა რად ღირს. ნუ ხმაზე ქვემოთ გეტყვით. მოცეკვავეზე უკვე გითხარით.
კაცი პირდაპირ რომელიღაცა ყიზილბაშს მაგონებს გიორგი სააკაძიდან თუ ბაშიაჩუკიდან. მარტი სილუეტი.
დიაც ეს გახლავთ სპარსეთი, ამხანაგებო. დიდი კულტურის ქვეყანა და დიდი გემოვნების.
და არა ორღობე და პროვინცია, როგორც ჩვენი ბედკრული სამშობლო.
მეტიც, ერანი იყო მთელი ჟანრების და ტრენდების ექსპორტიორი არა მარტო გურჯისტანში არამედ ევროპაშიც.
თუნდაც გოეთე რო ავიღოთ მაგალითად. ხო გაგიგიათ.
და ნაცნობი ინტონაციები თუ გეცნოთ მომღერლის ხმაში? თუნდაც თანამედროვე ეწ ქართული ესტრადიდან?
დიახ. სწორედ მაგ კულტურის ეპიგონი იყო თქვენი სამშობლო კაი 400 წელიწადი. და არის კიდეც.
(მცირე გამონაკლისების გარდა, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს)...
ნუ ეხლა ლიჩნად მე პოლიფონია მირჩევნია ბაიათის ჰანგს, თუმცა, გააჩნია ვინ ასრულებს. და კუკუშა პროსტა ვირტუოზია.
მიუხედავად იმისა, რომ ის არის აზერბაიჯანელი და არა სპარსი. ვაფშე მშობლები საბჭოთა კავშირში ყავს დაბადებული.
იუთუბის კომენტარებში ნახავთ შემობოდიალებული აზერბაიჯანლებს - ჩოხ გოუზელ, ში იზ აზერბაიჯანლარ.
რაის აზერბაიჯანლარ შეჩემა. აზერბაიჯანლარ არის ფოლადა ბიულბიულოღლი.
და აჩი ნიჟარაძე.
ქალი ამხელა კულტურას წარმოადგენს.
ნუ ეხლა სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, გეორგია არის პროვინცია. და მასშტაბი არ ყოფნის რო თუნდაც თავისი პოლიფონია საკადრისად წარმოაჩინოს.
ეხლა მიპასუხეთ კითხვაზე
- რომელი არის ის დარგი, რაშიც საქართველო იყო ექსპორტიორი და ახალი ტრენდის მიმცემი მთელი მსოფლიოსთვის?
და ვინ არის ის ქართველი, რომელსაც "მთელი მსოფლიო" იცნობს. როგორც ქართველს?
მე მოგცემთ მინიშნებას და მერე ვიმსჯელოთ.
მიმაგრებული სურათი