შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის სენაკში _ 70%, ზუგდიდში კი 47,% შეადგინა
19:08 31-05-2015
შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის სენაკში _ 70%, ზუგდიდში კი 47,% შეადგინა საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის სენაკში _ 70%, ზუგდიდში კი 47,% შეადგინა.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის სენაკის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 921-მა ამომრჩეველმა, ხოლო ზუგდიდში 548 ამომრჩეველმა.
საბოლოო ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო 20:00 საათის შემდეგ წარმოადგენს.
სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის, №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ყავთ "ქართულ ოცნებას", "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "თავისუფალ საქართველოს", სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი.
ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-sheadgina.htmlშედეგებია საინტერესო. ლარის გაქცევა-დაქცევის და ქოცების უტრაკობის ფონზე
თან სამეგრელოშია არჩევნები.
30 გივი
* * *
საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი დაასრულა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით სენაკის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნების“ კანდიდატი - მალხაზ ტორჩინავა - 49,16 % (470 ხმა)
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი - კაპიტონი ტორჩინავა - 23,54 % (225 ხმა)
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ემალი ყურაშვილი - 17,78 % (170 ხმა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ხვიჩა სანაია - 9,52 % (91 ხმა)
ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კი წინასწარი მონაცემების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნების“ კანდიდატი - ვასილ გაბისონია - 57,02 % (410 ხმა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - კობა ბულია - 42,42 % (305 ხმა)
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი - ბაჩუკი ნარუშვილი - 0,56 % (4 ხმა)
http://www.cesko.ge/ge/mediisatvis-4-ge/pr...s-olqebshi.pageსაინტერესო შედეგებია. სენაკში სექტამ 10 პრაცენტი აიღო, სამაგიეროდ ზუგდიდში აიღო მსუყედ 42%.
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი - კაპიტონი ტორჩინავა - 23,54 % (225 ხმა)
სგ კაპიტონ
მესამე ძალა გამოუშვით...
ცალსახად არის მოთხოვნა ...