ეს ფილმი ცხადია ჯერ არ გამოსულა, მაგრამ განა რა გვიშლის ხელს რომ მისი სცენარი დავწეროთ?
ესე იგი ჯერ უნდა მოვხაზოთ ამ ფილმის ძირითადი/ტექნიკური აზრი. ზოგან, მაგალითად
Thunderball და
Never Say Never Again-ში საქმე ეხება ბირთვული იარაღის მოპარვას და შანტაჟის გზით დიდძალი ფულის შოვნას, ზოგან კი, მაგალითად
On Her Majesty's Secret Service -ში ბაქტეოლოგიური იარაღის გამოყენებას. ჩვენ კი გადავიდეთ უფრო დიდ მასშტაბებზე
მოკლედ, ფილმის ძირითადი/ტექნიკური აზრი იქნება შემდეგი. ერთ-ერთმა ზესახელმწიფომ (აშშ, იაპონია. ეს მოსაფიქრებელია) კოსმოსში უნდა ააწყოს ზეგიგანტური
ტელესკოპი-რეფლექტორი (ამ სახის ტელესკოპში მთავარი შემადგენელი ნაწილია ჩაზნექილი სარკე) კოსმოსის კვლევისათვის. ასე რომ ვთქვათ მეცნიერული აზრის ტევადობისათვის სასურველია იმის აღიშვნაც თუ კერძოდ სად განთავსდება ეს ტელესკოპი-ესაა ე.წ. ლაგრანჟის მეორე წერტილი რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით ისე რომ მისგან ჩანს დედამიწაც და მზეც ყოველთვის ერთნაირად,
იხილეთ სტატია ვიკიპედიაში რომ ნახოთ სადაა ეს წერტილი. ამ წერტილში ზოგიერთი კოსმოსური ტელესკოპი უკვე არის განთავსებული და
James Webb კოსმოსური ტელესკოპი მანდ მომავალში განთავსდება.
ჰოდა, გარკვეული ბოროტმოქმედი (ან ჯგუფი, ისეთი როგორიც იყო ბონდის ძველ ფილმებში ორგანიზაცია
SPECTRE) ცდილობს ამ ტელესკოპის მოპარვას, ანუ მართვას (მოსაფიქრებელია რომელი უფრო ეფექტური იქნება-დისტანციური მოპარვა ჰაკერების მეშვებობით თუ იმსიშორეზე ჩუმად გაფრენა და იქვე მავნებლური ჩალიჩი. ბევრ ფილმშია უკვე ნაჩვენები ჰაკერები და მათ მიერ დისტანციური მართვა ამათუიმ მოწყობილობის, მაგრამ კოსმოსში ტელესკოპთან მიფრენა და მისი თავის ჭკუაზე გადაყვანა მგონი სიახლეა, ალბათ ეს აჯობებს) და შემდეგ მის შემოტრიალებას ისე რომ მისმა გიგანტურმა სარკემ აირეკლოს მზის სხივები და ეს ანარეკლი მიმართოს დედამიწისკენ, ამის შედეგად ჩვენი პლანეტა განუწყვეტლივ განათებული იქნება და გადაიხრუკება, ამაზე უფრო საშინელი კატასტროფა რაღა გინდათ? ჰოდა ბონდის მისიაა ამის ჩაშლა
ეს ძირითადი/ტექნიკური იდეაა, დანარჩენი კი თუ რა ხდება ფილმშია, ვინაა ბოროტმოქმედი, რატომ უნდა მსოფლიოს დაღუპვა (ეს შეიძლება იყოს ტერორისტი, შეშლილი გენიოსი რომელსაც ადრე სამსახური/გამოგონება არ დაუფასეს და ა.შ. ან სულაც იგივე ტელესკოპის (მოსაფიქრებელია ამის სახელიც) გუნდში მომუშავე რომელიმე მეცნიერი/ინჟინერი) და ა.შ.-ეს მოსაფიქრებელია, იქნებ ვინმეს სურს საკვანძო საკითხები დაამუშავოს? ვინ უნდა იყოს ბონდის მორიგი ქალი, სად გაიცნობს, როგორ დაიწყება საერთოდ თვითონ ფილმი. მაგალითად შესავალში შეიძლება იყოს აშშ პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც აღნიშნავს კოსმოსის კვლევის მნიშვნელობას და იმედს გამოთქვამს რომ ეს ტელესკოპი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასტრონომიისათვის. დანარჩენები კი შეგვიძლია ერთად მოიფიქროთ თუ აქ არის ვინმე სცენარისტი და იზიდავს მსგავსი რამეები.
(შესაძლებელია ტექნიკური აზრის ოდნავ შეცვლა. მაგალითად ეს ზეგიგანტური კოსმოსური ტელესკოპი 1,5 მილიონი კილომეტრით კი არ იქნება დედამიწას დაცილებული არამედ იგი მოთავსებული იქნება კოსმოსური ლიფტის საპირწონეზე. კოსმოსური ლიფტი, როგორც კოსმოსში ტვირთების გაგზავნის ალტერნატიული საშუალება კინოფილმებში კი არის ნაჩვენები, მაგრამ არც ისე ბევრჯერ, ჰოდა შეიძლება მისი პოპულარიზაცია ჯეიმს ბონდის ფილმში. დანარჩენი იგივე იქნება-ბოროტმოქმედი შემოატრიალებს ტელესკოპის სარკეს და დედამიწას გადაბუგავს, მართალია წმინდა ასტრონომიული თვალსაზრისით შეუძლებელია რომ ერთმა სარკემ დედამიწის მთელი ზედაპირი სულ განათებული ამყოფოს (რადგან კოსმოსური ლიფტი ზუსტად დედამიწასთან ერთად ბრუნავს და მის მხოლოდ ნახევარს თუ ხედავს), მაგრამ ფილმში ყველაფერი ხდება
)
რაც შეეხება ფილმის სათაურს. მგონი არ ჟღერს ცუდად „ვერცხლის ღიმილი“, ტელესკოპ-რეფლექტორის სარკე ხომ მოვერცხლილია ხოლმე (სხვათაშორის ყოველთვის არა, მაგალითად იგივე James Webb-ის სარკე ოქროსფერი ექვსკუთხედებით იქნება აწყობილი) და როცა იგი დედამიწისკენ შემოტრიალდება და „გაუღიმებს“...........ოოოოოო, ცუდად წაუვა ჩვენს პლანეტას საქმე
შეგვიძლია აგრეთვე დავამუშავოთ სხვადასხვა წვრილმანი იდეები-„
Q“-ს ახალი სათამაშოები, აქ ბევრ რამის მოფიქრება შეიძლება გამომდინარე ფილმში არსებული ხიფათებიდან. ულტრაბგერის გამომსხივებელი საათი (თუ ბონდს დასჭირდება საათს ხელს დააჭერს და მძლავრი ულტრაბგრითი ნაკადი მტერს მოკლავს), უჩინარი წამოსასხამი (გამიგია რომ ამაზე მიდის სამუშაოები რომლებიც ოპტიკის უახლოეს მიღწევებზეა დამყარებული). კონტაქტური ლინზები რომელიც არსებითად დურბინდია (შორიდან დაათვალიერებ ვისაც გინდა). ან რაკი კოსმოსზეა ფილმი ვთქვათ რაიმე ულტრათხელი სკანაფანდრი რითაც კოსმოსში ისევე დადიხარ როგორც საერთოდ სკაფანდრის გარეშე (ანუ ჩაიცვამ ასეთ ტანისამოსს და არხეინად გახვალ კოსმოსში) და არ იგუდები.
ჰო, ეს ფილმი შეიძლება გადაღებულ იქნას 3D ფორმატში, პირველი ფილმი იქნება "ბონდიანაში" ამ მხრივ
მაშ? შევუდგეთ ახალი ფილმის სცენარის შექმნას?
This post has been edited by არწივი9 on 23 Jul 2012, 17:56