ალბათ ყველას მოგეხსენებათ სმარტფონების ჯიპიესის სისტემებთან მჭიდრო კავშირის შესახებ, ამაზე აღარ დავწვრილმანდები..
ჰოდა, ამ ტექნოლოგიური მიღწევის გამო დიდი პრობლემა შემექმნა..

მოკლედ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიცანი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ძალიან მიმიზიდა.. ვერ გავუძელი ცდუნებას და მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია დაქორწინებული და ამავე დროს 3 შვილის მამა ვარ, გავაბი რომანი ამ გოგოსთან..
ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით თავს ერთად.. ხშირად ვერ ვახერხებდით შეხვედრას, მაგრამ ის იშვიათი პაემნები მაინც დიდი შეღავათი იყო..
თურმე ამასობაში ჩემს მეუღლე ლიზას უეჭვია რაღაც და ჩუმად ცდილობდა ჩემს გაკონტროლებას..
ერთხელაც ვაიბერში მწერს ლიზიკო: "ძვირფასო, სად ხარ? გთხოვ მალე მოდი რა დღეს სახლში, ძალიან გემრიელი ვახშამი მოგიმზადე".. მეც ვპასუხობ: "დღეს ოდნავ შემაგვიანდება საყვარელო, უფროსმა მთხოვა 2 საათით სამსახურში დარჩენა, მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ". (არადა ამ დროს ვაკის საცურაო აუზში ვარ ჩემს გოგოსთან ერთად). მე ტექნოლოგიებში იმდენად კარგად ვერ ვერკვევი და რას ვიფიქრებდი რომ სულ მარტივად შეძლებდა ჩემი რეალური კოორდინატების დადგენას..
ჰოდა, სადღაც 15 წუთში თავზე წამოგვადგა მე და ჩემს გოგოს ლიზიკო და გვხედავს ნახევრად შიშვლები ვეხვევით ერთმანეთს და წყალში ვჭყუმპალაობთ.. ერთი კი აღმომხდა ინერციით: "ძვირფასო, ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე"... მაგრამ უკვე გვიანი იყო..

ამ ჩემს გოგოს შერცხვა, სასწრაფოდ ამოხტა აუზიდან, ჩაიცვა და წავიდა სახლში.. მას შემდეგ მაიგნორებს..

ცალკე ლიზა მებუტება...
ჰოდა რა წყალში გადავვარდე?
This post has been edited by PsycheDroid on 24 Dec 2014, 18:08