Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ანტიდეპრესანტები.
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kutsa
Member
ჯგუფი: Registered
kutsa
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 82
წევრი No.: 11673
რეგისტრ.: 20-July 05
#6811702
· 29 Sep 2007, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მემგონი საინტერესო თემაა. როგორ მოქმედებენ ანტიდეპრესანტები ადამიანზე, მათი შემცველობა მთლიანად ქიმიურია თუ არა და რით განსხვავდებიან ჩვეულებრივ დამაწყნარებლებისგან? რა უკუჩვენებებს იწვევენ? დაერთოდ ყველაფერი მათ შესახებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DrJohnes
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
DrJohnes
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3199
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06
#6834592
· 1 Oct 2007, 21:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმისთვის რომ ავხსნა ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმი დამჭირდება თავდაპირველად თავად დეპრესიის ბიოქიმიური მიზეზების ჩამოყალიბება.
დეოპრესია შესაძლოა განვითარდეს რაიმე სტრესის, ძლიერი უარყოფითი ემოციური განცდის (მაგალითად, ახლობელი ადამიანის სიკვდილი) ან სხვა გარემოეების ზეგავლენით, ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ეგრეთწოდებულ "ფსიქოგენურ დეპრესიაზე". თუმცა დეპრესია შესაძლოა ყოველგვარი მიზეზის გარეშეც ჩამოყალიბდეს, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. ენდოგენური წარმოშობის დეპრესიასთან - ციკლოფრენიასთან (სინონიმები: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (მდპ), ახალი თერმინოლოგიით - ბიპოლარული აშლილობა). რასაკვირველია ეს რამდენადმე უხეში დაყოფაა.
მაგრამ რა მიზეზითაც, თუ უმიზეზოდაც, არ უნდა განვითარდეს დეპრესია უხშირეს შემთხვევებში მას საფუძვლად უდევს თავის ტვინში გარკვეული ნივთიერების, ნეირომედიატორ (ნივთიერება რომლის საშუალებითაც ხდება თავის ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემა)
სეროტონინის
ნაკლებობა. სეროტონინი იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის ემოციებზე (დადებით გუნება-განწყობაზე), ძილზე და მადაზე. შესაბამისად მისი ნაკლებობა გამოიწვევს გუნება-განწყობის დაქვეითებას, უძილობას, მადის შემცირებას, რაც დეპრესიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია.
თუმცა ყოველთვის არა
.
ანტიდეპრესანტები ზრდიან თავის ტვინში თავისუფალი სროტონინის რაოდენობას. ისინი არ შეიცავენ სეროტონინს, მათი მეშვეობით ხდება ტვინში უკვე არსებული სეროტონინის მარაგის გამოთავისუფლება. ამავდროულად ანტიდეპრესანტების უმრავლესობა ზრდის ასევე ნორადრენალინის (ადრენალინის მსგავსი ნივთიერება თავის ტვინში) შემცველობასაც, რაც ასევე დადებითი ეფექტით ხასიათდება დერესიის დროს.
რაც შეეხება ანტიდეპრესანტების გვერდით ეფექტებს. საქმე იმაშია რომ ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი ასევე ამცირებს ნეირომედიატორ აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას. სწორედ ამ ნივთიერების ნაკლებობა იძლევა იმ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ახასიათებს ანტიდეპრესანტების მიღებას. ესენია:აგზნება, გაღიზიანებადობა გულისცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, აკომოდაციის (გუგების გაფართოვება-შევიწროება) დარღვევა, მხედველობის გაუარეება (ბინდოვანება), თვალისშიგა წნევის მომატება (რის გამოც აკრძალულია მათი გამოყენება გლაუკომის დროს), შეკრულობა, შარდის შეკავება. რასაკვირველია ამ ეფექტების გამოხატულობა დამოკიდბულია ანტიდეპრესანტის დოზაზე და რაობაზე (ზოგი მათგანი ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს).
ანტიდეპრესანტები სიფრთხილით უნდა იქნან გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში: გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ატონია, დინამიური გაუვალობა, პილოროსტენოზი, ეპილეფსია, მიოკარდიმის ინფარქტის ადრეული, აღდგენითი პერიოდი.
აი ეს არის მოკლედ, რისი დაწერაც მოვახერხე ამჯერად. თუ კი შეკითხვები ექნა ვინმეს სიამოვნებით გიპასუხებთ
This post has been edited by
DrJohnes
on 1 Oct 2007, 21:20
--------------------
Rocky Raccoon, he fell back in his room
Only to find Gideon's bible
Gideon checked out, and he left it no doubt
To help with good Rocky's revival ))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
purple feeling
ფრუსტრატორი
ჯგუფი: Registered
purple feeling
ფრუსტრატორი
ჯგუფი: Registered
წერილები: 467
წევრი No.: 27961
რეგისტრ.: 7-January 07
#6834618
· 1 Oct 2007, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DrJohnes
wow
საააღოლ
--------------------
Praise the one who left you
Broken down and paralyzed
He did it all for you
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
წერილები: 11500
წევრი No.: 8359
რეგისტრ.: 20-January 05
#10350908
· 8 Jul 2008, 21:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არის აქ ვინმე ექიმი ვინც გამომიწერს ფსიქოტროპულს??
მოვკვდი ვალერიანების და პერსენის ტყუილად სმით..
ან რამე ისეთი მირჩიეთ რეცეპტის გარეშე რომ გაიცემა და ამ დებილობებზე ცოტა ძლიერია..
--------------------
<3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06
#10351821
· 8 Jul 2008, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
natali kalandadze
QUOTE
არის აქ ვინმე ექიმი ვინც გამომიწერს ფსიქოტროპულს??
არცერთი ნორმალური ექიმი არ გამოგიწერს ფსიქოტროპულ წამალს ინტერნეტით
--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member
ჯგუფი: Members
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2033
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08
#10354591
· 9 Jul 2008, 03:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtvareuli
ნამდვილად.
DrJohnes
დიდი მადლობა.მცირე კორექტივები.დეპრესიის დროს აღინიშნება სეროტონინის და/ან ნორადრენალინის და/ან დოფამინის ნაკლები.ანტიდეპრესანტებიც შეიძლება პირობითად დავყოთ სეროტონინერგულ ანტიდეპრესანტებად(ანაფრანილი,პროზაკი,ზოლოფტი(სტიმულოტონი)ციპრალექსი,ფევარინი,რექსეტინი)და უპირატესად ნორადრენერგული(მელიპრამინი,დეზიპრამინი,ნორტრიპტილინი)...
ზემოაღნიშნული ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები დამახასიათებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისთვის(ამიტრიპტილინი,მელიპრამინი,ანაფრანილი,ლუდიომილი და ა.შ.)რომლებიც მაქსიმალური დოზის დროსაც კი შეიძლება არ გამოვლინდეს და პირიქით,დაბალ დოზებშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფრანილის გარდა ახალი(სეროტონინერგული)ანტიდეპრესანტები მოკლებულნი არიან ამ თანამოვლენებს,და ზემოჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებში შეიძლება თამამად დაინიშნოს!
ეგზო და ენდოგენური დეპრესიის ერთნაირად ირღვევა ზემოაღნიშნულ ნეირომედიატორთა ცვლა,ეგზოგენური დეპრესიის დროს ის მეორად ხასიათს ატარებ ოღონდ,თუმცა უმკურნალებლობის შემთხვევაში ავტონომიურდება,და უკვე როგორც ენდოგენური დეპრესია ფაზურად იჩენს თავს,ამასთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ხო კიდე დეპრესია უხშირესად უნიპოლარული აშლილობის სახით არის წარმოდგენილი.ე.წ.major depression,ბიპოლარული ტიპის დროს ის ჰიპო-ან გამოხატულ მანიაკალურ ეპიზოდებთან მონაცვლეობს.
ხო...ანტოდეპრესანტების უმრავლეობა ესროტონინის გამოყოფას კი არ აძლიერებს,არამედ ნეირონის მიერ მის უკუშეწოვას აბლოკირებს სინაფსური ნაპრალიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lostwoman
Crazy Member
ჯგუფი: Registered
lostwoman
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1223
წევრი No.: 64121
რეგისტრ.: 11-June 08
#10358662
· 9 Jul 2008, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პანიკური შიში მავქს უკუჩვენებების? არის ისეტი ანტიდეპრესანტი, რომელსაც არა აქვს უკუჩვენება? და ტუ არა, მაშინ რომელ (ძლიერ) დამამშვიდებელს მირცევთ, რომელიც ძილიანობას არ გამოიწვევს?
--------------------
kata-miau
No death, no life, but something else
kartveli rogozhini arsebobs?
vikbinebi-chups
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06
#10358802
· 9 Jul 2008, 15:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lostwoman
QUOTE
პანიკური შიში მავქს უკუჩვენებების
QUOTE
არის ისეტი ანტიდეპრესანტი, რომელსაც არა აქვს უკუჩვენება
უკუჩვენება არის ავადმყოფობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც არ შეიძლLება წამლის დანიშვნა
შენ მგონი გვერდით ეფექტებს გულისხმობ....
გვერდითი ეფექტები კი ყველა წამალს აქვს
QUOTE
რომელ (ძლიერ) დამამშვიდებელს მირცევთ, რომელიც ძილიანობას არ გამოიწვევს
ანტიდეპრესანტები და დამამშვიდებლები სხვადასხვა რამეა...
თუ რამე პრობლემა გაქვს, გირჩევ ექიმთან მიხვიდე...
QUOTE
არცერთი ნორმალური ექიმი არ გამოგიწერს ფსიქოტროპულ წამალს ინტერნეტით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
*tamtam*
Crazy Member
ჯგუფი: Members
*tamtam*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2138
წევრი No.: 52198
რეგისტრ.: 23-January 08
#10358952
· 9 Jul 2008, 15:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
natali kalandadze
მე ვამელანს-დამამშვიდებელს ვსვამ პერიოდულად.. ექიმმა გამომიწერა, თუმცა აფთიაქში მაგ წამალზე რეცეპტი არ დაგჭირდება.. მცენარეულია და ორსულიც კი ვსვამ..
ვალერიანზე ზლიერი კი არის და შეჩვევასაც არ იწვევს..
რად გინდა ფსიქოტროპული წამლები? რაღაც პერიოდი ვსვამდი დეპრესიის გამო და დადებილებული დავდიოდი
ვითომ შეჩვევა არ იცისო ეწერა, არა და კარგად შევჯექი
This post has been edited by
*tamtam*
on 9 Jul 2008, 15:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
წერილები: 11500
წევრი No.: 8359
რეგისტრ.: 20-January 05
#10363179
· 9 Jul 2008, 21:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtvareuli
QUOTE
არცერთი ნორმალური ექიმი არ გამოგიწერს ფსიქოტროპულ წამალს ინტერნეტით
ვეძებ არანორმალურ ექიმს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member
ჯგუფი: Members
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2033
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08
#10365611
· 10 Jul 2008, 01:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lostwoman
რა თქმა უნდა.ინტერნეტით ასევე რაღა თქმა უნდა არაფერს გეტყვით
*tamtam*
შეჩვევას იწვევს ტრანკვილიზატორი.ანტიდეპრესანტი არა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
mtvareuli
ნთვარე
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06
#10370405
· 10 Jul 2008, 14:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
natali kalandadze
QUOTE
ვეძებ არანორმალურ ექიმს
არანორმალური ექიმი საშიშია ჯანმრთელობისთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/
ჯგუფი: Members
წერილები: 11500
წევრი No.: 8359
რეგისტრ.: 20-January 05
#10376710
· 11 Jul 2008, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mtvareuli
ჩემი ნერვები უკვე ისედაც საშიშია ჩემი ჯანმრთელობისათვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lacrimosa_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Lacrimosa_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1572
წევრი No.: 66761
რეგისტრ.: 7-July 08
#10380005
· 11 Jul 2008, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საუკეთესო ანტიდეპრესანტია მეგობრებისა და ისეთი ხალხის გარემოცვაში ყოფნა, რომელთაც უყვარხართ და რომლებიც გიყვართ.
მე პირადად როდესაც მიჭირს, ყოველთვის ახლობლებთან მივრბივარ.
ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. მეგობარი მყავდა, რომელთანაც არასოდეს დამირეკია კარგ ხასიათზე როცა ვიყავი და მანაც იცოდა. როცა დავურეკავდი, მეუბნებოდა, ჰე აბა დაიწყე წუწუნი თუ შევხვდეთ და ისე იწუწუნებ?
მაგრამ მერე სამსახურში პრობლემები რომ შეექმნა, უკვე მე ვეუბნებოდი იგივე სიტყვებს, მის ნომერს რომ დავინახავდი ტელეფონზე.
პრინციპში, რატომ დავწერე "მყავდა"? ის ახლაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია
--------------------
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kvarkvare
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kvarkvare
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 42581
წევრი No.: 49424
რეგისტრ.: 17-December 07
#10381129
· 11 Jul 2008, 12:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
natali kalandadze
სჯობს ბუნებრივად იმკურნალო:
1.ვიტამინები და მინერალები...
2. ვარჯიში, ცურვა, იოგა-მედიტაცია...
3. მზის სხივები...
4. სრულფასოვანი კვება...
5. დასვენება, ძილი
6. პოზიტიური გარემო...მოერიდე იმ ადამიანებს ვისი შეხედულებებიც გაღიზიანებს....
7. იკითხე ლიტერატურა პოზიტიური აზროვნების შესახებ....საიტებზე positive thinking...
8.. არ მოწიო
9. არ უყურო საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს, განსაკუთრებით გრიგოლიას...
10. უსმინე სასურველ მელოდიებს...მედიტაციის ქვეშ...
This post has been edited by
kvarkvare
on 11 Jul 2008, 12:51
--------------------
ყვარყვარა პიარის ასული არგუმენტოვნა-ობიექტურობისა
@ მერკუციო
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ჯანმრთელობა და მედიცინა
|
იქით
»
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0253 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.