მოკლედ რა ხდება, ჩემს შეყვარებულთან მაქვს პრობლემები, უკვე 2 წელია ერთად ვართ და არ მინდა უაზრო ეჭვიანობას შევწირო ეს წლები.
ესეიგი გუშინ ერთ ადგილას ვიყავი ესე 2-ისთვის, ხოდა გამომიარა, მეგობრებთა ერთად იყო ხოდა თან ისე გამოიარა, იმ მიმართულებით არ უნდა მოსულიყო თუ სახლში მიდიოდა, გზას ვგულისხმობ.
ნუ ეგ კაი, მე ესე 4-ზე წავედი სახლში და დავურეკე მეთქი გავაღვიძებ გავახარებ ჩემი ხმის გაგონებითთქო, და ვიღაც კაცმა მიპასუხა, რომელი ხარო. ეგრევე გავთიშე , დავიბენი, არვიცი რგორ მოვიქცე, მთელი დღეა მირეკავს ჩემი შეყვარებული და არ ვპასუხობ, ადრე გვქონდა მსგავსი ფაქტი სიმთვრალეში წაუცდა ხელი და სექსი ქონდა კლუბში უცნობთან მაგრამ ჩავიარეთ ეგ ამბავი და შევთანხმდით რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა.
ჩხუბს, ცემას ან რაიმე სახით ძალადობას არც ვფიქრობ, მივიდე ვუთხრა, ისეთი ჩათლახია დამკერაცს, არადა მიყვარს, ვგიჟდები ისე რას მირჩევთ ? ხოარ გავატარო თვალი დავხუჭო, იქნებ რაიმე გაურკვევლობაა ?
ან ზარი გადამისმართდა სხვაგან ან რავიცი, როგორ მოვიქცე ეხლა მჭირდება უცნობი ადამიანის რჩევა .
მე მაინც გული მისი გამართლებისკენ მიმიწევს.
გთხოვთ ნუ ილაზღანდარებთ, გულთან მიიტანეთ ეს ამბავი