#44678678 · 23 May 2015, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წეღან ეროვნული ბანკისა და ქადაგიძის შესახებ მორიგ თემას ვკითხულობდი. იქ ერთი იუზერი, ფინანსების სპეციალისტი რომ მეგონა, კითხულობს - მგონი რაღაც შემეშალა და ძალიან გთხოთ შემახსენოთ (თუ ვინმემ იცით), მილიარდი ზუსტად რამდენი მილიონიაო
ჰოდა, გამიჩნდა ეჭვი, რომ ცოტნე დადიანის შესახებ აქ იუზერთა 80%-საც არ ეცოდინება.
ამიტომ იყოს ეს ინფორმაციაც
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII) 30 (12.08) ივლისი
წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა არ დაიჯერეს, მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.
როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი" დაითხოვა ლაშქარი, ორი კაცი იახლა და წარვიდა ანისად. ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.
მონღოლები გააოცა ცოტნეს საქციელმა და მიზეზი ჰკითხეს ჩვენი შეკრების მიზანი თქვენი ბრძანების შესრულება და ხარკის შეგროვება იყო და თუ ამაში რამე დააშაულია, დაე მეც ყველასთან ერთად დავისაჯო, რამეთუ უჩემოდ არაფერი ყოფილაო " უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - უპასუხა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ დაუჯერეს და ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს."
|