20-იოდე წლის წინ, როცა საქართველო პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა ქაოსმა და ანარქიამ მოიცვა. 90-იანი წლების შუა ხანებში ეთნიკური კონფლიქტებით, სამოქალაქო ომით დაუძლურებული და სოციალურად გაჩანაგებული ქვეყანა არსებობის უკანასკნელ ზღვარზე იდგა. ედუარდ შევარდნაძის გონივრულმა შიდა პოლიტიკამ ერი განადგურებისაგან იხსნა და მრავალჭირნახულ საქართველოს, კიდევ ერთი შანსი მისცა განვითარების გზაზე დადგომისა.
დღეს უაპელაციოდ საუბრობენ იმდროინდელ პრობლემებზე: გაუცემელ პენსიებზე, დეფიციტურ ბიუჯეტზე, სუსტ სახელმწიფო აპარატზე, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ წლობით ნაგროვები პრობლემები ერთი ხელის მოსმით არ წყდება.
შევარდნაძის ხელისუფლებამ ქვეყანასი შექმნა სტატუს ქვო , რომელიც სწორედ რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებს ემსახურებოდა.
მარტივად გავშლი:
1. ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეეძლო ეწარმოებინა არალეგალური ბიზნესი, ეზიდა კონტრაბანდა, არ გადაეხადა გადასახადები.
2. მინისტრებიც და პენსიონერებიც- ვერ იღებდნენ ხელფასებს.
3. ძირძველი ტრადიციები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ვაჟკაცობა ფასდებოდა, სექსუალური უმცირესობები იატაკქვეშეთში იყვნენ განდევნილი.
4. ქურდი ქურდობდა და ციხის ჯალათები ვერ ჭაჭანებდნენ, საქმეები სამართლიანად ირჩეოდა.
5. ინტელიგენტობა მამიდან შვილს გადაეცემოდა და ელიტაშიც მხოლოდ ღირსეულების ადგილი იყო.
2003- წელს ეს წესრიგი ერთი ხელის მოსმით განადგურდა.
1.ბიუჯეტი შეასრულეს და ეს მთელ ქვეყანას დიდ მიღწევად მოეჩვენა.
არადა ის ფინანსები , რომელიც მთელ ერზე თანაბრად ნაწილდებოდა, სახელმწიფო სტრუქტურებში გადანაწილდა და დარჩა ხალხი მშიერი.
2.მოსახლეობას კონტრაბანდის ზიდვაც აუკრზალეს და გადასახადების მალვაც.
3.ქურდები გააქციეს და ბოზები დააწინაურეს ციხეებში.
4.ელიტას პატივს აღარ სცემდნენ და წკრიალაშვილები აღამაღლეს.
5. მშენებლობები დაიწყეს ისე, რომ ქართულ ბლოკს იგნორი გაუკეთეს და შუშაზე გადავიდნენ.
6.განათლებული ინტილიგენცია ტაქსებზე ჩამოსვეს.
7. 2967- რუსთველოლოგი უსამსახუროდ დატოვეს.
8.ჯარს ქართული ბალანდა გადაუღვარეს და უცხოური გენმოდიფიცირებული ნაგვით აავსეს.
კიდევ რამდენი ჩამოვთვალო ღმერთო?!
დღეს მიდის შეუქცევადი პროცესი- დავუბრუნდეთ ფესვებს.
ქართველო ხალხო!!!
ნუ გაიყიდები სიცრუეზე და ნუ დაანგრევ ქვეყანას ვიღაცის გამოწერილი პრემიის გამო!!!
ეს დროებითი მოვლენაა. მომავალი წლიდან ქვეყნის დოვლათი კვლავ ყველაზე განაწილდება.