აქ რას ვაკეთებთ, ძმებო, დებო და მათთან გათანაბრებულო, ან შუალედურო ჰუზერებო?
თუკი რომელიმე ჰუზერი მართლა საჭირბოროტო თემას გახსნის, იქვე ეძრობა ყვარყვარიზაცია (ადრე კარდუზაცია ერქვა) და ის თემა პატიოსანი გურჯების დასაბან ასპარეზად იქცევა ხოლმე...
ჩვენს შორის ყველაზე სერიოზული გახდა წარსულის ტაკიმასხარა და ტროლთა უტროლესი სპლიყვი...
სპლიყვს კი მივულოცავ ზრდას, მაგრამ თვენ რაღა ჩემი მიშა გეტაკათ?
ჰო, არის კიდევ ატასსი, რომელსაც თუ არ მიუსწარი, მალევე შლის ხოლმე თავის პოსტებს...
რა თქმა უნდა, ყველანაირ მოვლენას აქვს ზნეობრივი ღერძი და ჩვენთან ასეთი ტრიუმფია, მაგრამ მაგისი ენა მგონი დედამისსაც არ ესმოდა და თქვენ მითუმეტეს ვერ გაიგებთ (მე მაინც მესმის, თუმცა არავის აქ მპოსტველის არც დედა არ ვარ და არც მამა...)
მოგიწოდებთ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აქ პოსტვას და ყოველთვის წარმოვიდგინოთ, რომ მონიტორებს ამოფარებული და ანგარებიანი თუქსუზები კი არა, არამედ პირისპირ მოსაუბრე დარბაისელი ტიპები ვართ!
ნუ დავწერთ აქ რაიმე ისეთს, რასაც რეალურ გარემოში ვერ ვიტყოდით!