ნახეთ რა დღეშია ბოკერიანცი

თავდაცვის უწყების განცხადების ავტორი ბიძინა ივანიშვილია - ბოკერია
22:58 2014-12-23
„როგორც წესი, მინისტრები იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას, როცა რიგით თანამშრომელს რაღაც შეეშლება".
„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია“, - ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"ამ ყველაფრის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს განცხადება გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც შემთხვევით კი არ მოხდა, არამედ არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდება," - ამბობს გიგა ბოკერია.
მისი თქმით, განცხადებაზე ხელი რიგითი თანამშრომლებისკენ არ უნდა გაეშვირათ და პასუხისმგებლობა მინისტრს უნდა აეღო.
„როგორც წესი, მინისტრები იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას, როცა რიგით თანამშრომელს რაღაც შეეშლება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
http://newposts.ge/?l=G&id=59832-%E1%83%91...%83%91%E1%83%90არადა მართალია ისე ხო იცით, ეგზომ ცოცარი განცხადება იყო პელეს მეტი ვერავინ დაწერდა
სამინისტროს დაწერილი რომ ყოფილიყო მაშინვე აიღებდნენ საიტიდან როგორც კი დაინახავდნენ ხალხის რეაქციას ფეისბუქზე
მაგრამ ბატონი ბიძინას განცხადების აღება ვერ გაბედეს
თან ხომ არ გააღვიძებდნენ, ღამე იყო უკვე
მორჩილად დაუცადეს მომდევნო დღეს
This post has been edited by The13thFloor on 24 Dec 2014, 00:16