არ ვიცი რომელი წლისა, იქნება საქართველოშიც ხალხი ასე ბედნიერი?!

საქართველოში სანამ ვცხოვრობდი, რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ მაინც არ მეგონა, ასე მძიმედ მდგომარეობაში როა ჯერ თავად ქვეყანა და შესაბამისად და განსაკუთრებით ხალხიც.

ახლა არ მინდა არაფრის და არავის დადანაშაულება, არც მიზეზების ძიება, უბრალოდ მინდა, რომ ოდესმე, და ძალიან მინდა, რომ ეს ოდესმე სულ მალე დადგეს, როცა ხალხი ისეთივე ლაღი და გახსნილი იქნება, როგორც თუნდაც კანადაში.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კანადელები ჩვენზე უფრო მაგარი "გულიანი" ხალხიაო.
უბრალოდ ჩვენ ყოფამ დაგვთრგუნა, თორე რაც ჩვენ გადავიტანეთ საუკუნეების განმავლობაში, და ავად თუ კარგად დღემდე მაინც მოვაღწიეთ, უკვე ესაა თავისთავად გმირობა!
მინდა ისეთივე ლაღები, უბოროტოები, თავაზიანები, გულკეთილები, ყურადღებიანები იყვნენ, როგორიც არის საშუალო კანადელი.
მინდა, რომ ისევე ზრუნავდეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე და იცავდეს თითოეულის უფლებას, როგორც კანადის სახელმწიფო იცავს.
მინდა თUნდაც ყოველი ქართული კომპანია ისევე ზრუნავდეს საკუთარ კლიენტებზე, როგორც კანადის ავიახაზები.
პს. და კიდევ მინდა, რომ ამ თემაში მაინც ეცადოთ მავანნი (თავად გადაწყვიტეთ ვინ ხართ ამ პს.-ს ადრესატი) უფრო უკეთესები გახდეთ, ვიდრე ვირტუალურად შეიქმენით იმიჯი...

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ აბსოლუტურად ყველას!
და განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩემი ატანა არ აქვს, ასეთებს აქვე გეტყვით - ვერ ეღირსებით ჩემგან საპასუხო სიძულვილს...
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ