#43267848 · 25 Dec 2014, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, ახლა, ამხელა 45 წლის ბეხრეწს, ჯერ თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ისე გიპოსტავთ...
ხილვა მქონდა: ამოვედი რუსთაველის მეტროდან და ძეგლის სიახლოვეს ვასიკო წიკლაური შემხვდა - გავექანე და ყელზე შემოვეჭდე მთაკაცს - აკადემიის რაგბის გუნდის ლიდერსა და ჩემს ძმაკაცს...
იმის მაგივრად, რომ თავისი დუდღუნა ხმით ეთქვა, როგორა ხარ ბიძაშვილოო, მითხრა: მე ნუკრი ვარ, ვასიკოს ტყუპისცალიო...
იცით? არ შემრცხვა, რომ შევცდი - მე ხომ არ ვიცნობდი ვასიკოს ტყუპისცალს...
ჰოდა, ახლა იმიტომ ვწერ, რომ იმედი, რომ ერთი ტყუპისცალი მაინც გადარჩა და აფხაზებს ტყვედ ჰყავდათ, უკვე მორალურად მოკვდა...
არადა, ამისი იმედი ძალიან ბევრს გვქონდა...
ჰოდა, ამას იმიტომ გახსენებთ, რომ ვიღაც-ვიღაცეებს, ვისაც ცოტათი მაინც შეგრჩენიათ სირცხვილის გრძნობა, ოდნავი მაინც შეგრცხვეთ საკუთარი კარდუობა-ყვრარყვარიზმის!
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|