მე მაგალითად რომ შემეძლოს ავდგებოდი და იალბუზის მთას მისი ახლანდელი ადგილმდებარეობიდან გადმოვიტანდი დვალეთის ტერიტორიაზე, ზუსტად იქ სადაც „კასრისკარი“ მდებარეობა-ეს იყო საქართველოს საზღვარი

იკითხავთ, ახლა-რისთვის? იმის გამო რომ შიდა ქართლის კავკასიონი შედარებით დაბალია და არც კასრისკარია (მდინარე არდონის ხეობაა მანდ) გაუვალი, მტერი სწორედ აქედან (დარიალიდანაც) მოდიოდა საქართველოში ჩრდილოეთიდან. სწორედ ამ მიზეზის გამოა რომ დვალეთში და შიდა ქართლში ოსური მოსახლეობაა და რომ საქართველოს მთიანეთის სხვა ნაწილები ქართული დარჩა (სხვაგან კავკასიონი უფრო მაღალი და შესაბამისად-გაუვალიც).
ჰოდა რა მოხდებოდა რომ იალბუზი რაჭის და ხევის კავკასიონის შემაერთებელ ხაზზე იყოს? საქართველოს რუკას როცა ვუყურებდი ხშირად მიფიქრია ამაზე

ასე რომ იყოს ოსებთან საერთოდ არ გვექნებოდა პრობლემა, იალბუზი უფრო ახლოს იქნებოდა თბილისთან, ხოლო სვანეთს ამით არაფერი დააკლდებოდა რადგან ეს მთა მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ცოტა იქით (ზედ ქედზე მაინც იყოს)...........
აი, სად მინდა და სად ჯობია რომ იალბუზი ყოფილიყო:

შემდეგი იდეა:
ბამბაკის ქედი, რომელიც ახლა სომხეთშია და რომელიც საერთოდ საქართველო-სომხეთის საზღვარს წარმოადგენდა ცოტა დაბალია აშკარად. ამის გამო(ც) არის რომ მტერი ამ გზითა(ც) შემოდიოდა საქართველოში და რომ მერე იგი სომხებით იქნა დასახლებული. აშკარად არ ვიტყოდი უარს რომ ეს ქედი და ჯავახეთის ქედი (რომელიც ჯავახეთს და ქვემო ქართლს ჰყოფს) 1 კილომეტრით მაღალი იყოს, მაღალი მთა-მაღალი და ლამაზი მწვერვალებია

და მეტი ჰიდრორესურსიც.
ზოგადად კი კავკასიონის სიმაღლეც არ მაკმაყოფილებს, 5642 მეტრი-ეს არც ისე ბევრია კაცმა რომ თქვას. რათქმაუნდა ახლა რვაათასიანებს ვერ მოვითხოვთ შავ და კასპიის ზღვებს შორის, მაგრამ ასე 6500-მეტრიანი მწვერვალები აშკარად არ გვაწყენდა