ბათუმის სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის
სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი - სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.
ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით.
http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/49482/http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/49528/
უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილებები, რის შედეგადაც სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადავიდა. გადაწყვეტილებისთვის საჭირო ხმა „თავისუფალი დემოკრატების“ ორმა წევრმა მისცა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გუშინდელ სხდომაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ნამდვილი სახე“ აჩვენეს.
http://1tv.ge/ge/news/view/106392.htmlსტადიონის მშენებელი შპს-ს "კონტროლი" იმ სამსახურს ევალება, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მამა ხელმძღვანელობს.
პ.ს. ალასანიამ რაო?