ბათუმში, ევროპის მოედანზე დღეს საზეიმოდ ანთებულ საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს , 01:00 საათზე ნაძვის ხეს ხანძარი ელექტრო სადენებიდან გაუჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ საახალწლო სიმბოლოს ცეცხლი იმ დროს მეოდო, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ევროპის მოედანზე იმყოფებოდა და ნაძვის ხეს ფოტოებს უღებდა.
"გიორგი ერმაკოვი ფოტოებს უღებდა ნაძვის ხეს, რომლის დროსაც ის აალდა. მაშინვე დაურეკეს სახანძროს, მოვიდნენ და ცეცხლი დაახლოებით 10 წუთში ჩააქრეს. ნაძვის ხის შუაგული გამომწვარია", - აცხადებენ თვითმხილველები.
25 დეკემბერს 21:30 წუთზე ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ემაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და რეგიონის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე ასლან აბაშიძის დროს არის შეძენილი.

ჰე ხაშურელი ნაძვის ხე არ ჯობია ახლა ამას ? მარტო ჩონჩხია
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.