საერთო ჯარი, საერთო სპეცსამსახურები, საერთო საზღვარი.
ეს ანექსიის მცდელობა არ არის, ეს არის ანექსია.
გამოვიდეს ის კოლბებში მოკალათებული ცოცარი და ხმა ამოიღოს.
მთელი მთავრობა ეხლა უნდა დაძრწოდეს წამყვან ქვეყნებში, შეხვედრებს მართავდნენ და მაღალი ტრიბუნიდან აწვდიდნენ მსოფლიო თანამეგობრობას ინფორმაციას. უნდა ითხოვდნენ რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მომუშავე კომპანიებს ისეთივე სანქციები დაუწესდეთ როგორიც დაუწესდა ყირიმში მომუშავე კომპანიებს და პირებს.
ბორის, გელოდებით როდის ამიღებ ხმას, შე მართლა პელე შენა.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმება სპეცსამსახურების გაერთიანებასაც ითვალისწინებს
12:23 25-12-2014
მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმება სპეცსამსახურების გაერთიანებასაც ითვალისწინებს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელი ე.წ. შეთანხმება მოკავშირეობის შესახებ სპეცსამსახურების გაერთიანებას ითვალისწინებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმების თანახმად, ასევე იგეგმება რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების ინტეგრაცია, ასევე არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება.
"ვედომოსტის" ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შეუერთდება. ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაუქმდება ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი და ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ამავე შეთანხმებით, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი, პენსიები და დახმარებები რუსეთში არსებულ ხელფასებისა და პენსიების დონეს გაუტოლდება.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა დაადასტურა, რომ შეთანხმების ასეთი ვარიანტი არსებობს, თუმცა 27 დეკემბრამდე, როდესაც ცხინვალში პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შესაძლოა შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების გაფორმება 2015 წლის იანვრისთვის იგეგმება.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/31...listsinebs.html