საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანსია აპარატის უფროსის პოზიციაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ „სასურველია კანდიდატი იყოს 39-დან 40 წლამდე“.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვაკანსიაში მითითებულ საკონტაქტო პირს ნანა გაბისიანს დაუკავშირდა. „განაცხადი იურისტის მიერ არის შედგენილი და მას დაუკავშირდით“, - აღნიშნა გაბისიანმა.
საკრებულოს იურისტმა დავით კავთიაშვილმა კი ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, რა ასაკს ნიშნავს 39-დან 40 წლამდე, უპასუხა, რომ პოზიციაზე განაცხადის შეტანა 18 წლის ასაკიდან ყველა ადამიანს შეუძლია და ეს ციფრი სიმბოლურად წერია.
„ეს არაფერს ნიშნავს, სასურველი ასაკია. არაფერი შეზღუდვა არ ვრცელდება. ეს რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, როდესაც 18 წლიდან შეიძლება მანდ მუშაობა და აქედან გამომდინარე, მაგაზე პრობლემა არ არის, ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ჩათვალეთ რომ არ წერია ასაკი“, - აღნიშნა დავით კავთიაშვილმა.
http://www.icn.ge/ka/portal/news/5566/%E2%...98%E1%83%90.htmმანანიკოსთვის უნდათ ალფათ ადგილი
მიმაგრებული სურათი