ერთი სურათი იდო ადრე ინტერნეტში ახლა უკვე ოხრადაა ინფორმაცია რას ფიქრობთ თქქვენ ?



პროექტი სუპერ ავტომობილების ჟანრის შესაბამისადაა დაგეგმილი. ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ფოლადის მილებისგან შეკრული მონოკოკია, რომელიც კომპოზიციური მასალით გაძლიერდება. ძარაც კომპოზიტებით (კარბონის ან შუშის ბოჭკოს საფუძველზე) დამზადდება. შეთანწყობაც სუპერ ავტომობილის შესაფერისია – ძრავი ბაზაში, უკანა ღერძსა და სალონს შორის მოთავსდება და მამოძრავებელი ძალით უკანა ბორბლებს მოამარაგებს. ინტერიერი ორადგილიანია, „თოლიას ფრთის“ სტილის კარებით, რომლებიც წინა მხრით მაგრდება და უკანა ნაწილით ზევით იწევა.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4180 მილიმეტრი, სიგანე 2000 მილიმეტრი, სიმაღლე 1040 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2500 მილიმეტრია. მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, ავტომობილის წონა 900 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც სპორტული საბურავებით შეიმოსება.
ძრავია „ალფა რომეოს“ 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც ტურბო კომპრესორით აღიჭურვება. მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ცხენის ძალას, მხოლოდ 2.25 კილოგრამის „თრევა“ მოუწევს, რაც კარგი მაჩვენებელია. ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინათ, ეს ძრავი (და მისი ვარიაციები) ბრიტანულ კომპანია „კოსუორტს“, რომელიც სარბოლო (მათ შორის, ფორმულა ერთის) ძრავების წარმოებითაა ცნობილი, იმდენად მოეწონა, რომ „ალფა რომეოსგან“ მისი საწარმოო ხაზის შესყიდვა სურდა, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ უარი უთხრა. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს.
პროექტის შესაბამისად, ამ ავტომობილის შეკვეთებით წარმოება იგეგმება. ფასზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა სავარაუდოდ, ის 30 000 დოლარზე მეტი არ იქნება. ავტომობილის აწყობის შემდეგ, მას ტესტები ჩაუტარდება და დინამიკური მახასიათებლებიც მაშინ დაზუსტდება. ამჟამად პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი – ავტომობილის სკულპტურის შექმნა და მატრიცების დასამზადებლად მისი მომზადება თითქმის დასრულებულია. მაგრამ… არაა გამორიცხული, რომ პროექტი აღარ გაგრძელდეს… და ეს ძალიან სამწუხარო იქნება!
საქმე ისაა, რომ პროექტს მისი მთავარი მხარდამჭერი უნივერსიტეტი დაფინანსებას უწყვეტს. ეს მაშინ, როცა ავტომობილის შექმნის პროცესის, უხეშად რომ ვთქვათ, მესამედი დასრულებულია. არაა გამორიცხული, რომ მატრიცების აღებაც ვერ მოხერხდეს და თუ ასე მოხდა, რასაც ამ ფოტოებზე ხედავთ, განადგურდება. და ქართული სუპერ ავტომობილი ისევ ვერ დაიბადება…
*********************************************
დიზაინით ძაან ბევრი მანქანის ნაზავია რა წინიდან რო შეხედავ გამოკვეთლი აუდი რ8ს ვიდზეა და ლაფერარის უკნიდან ლამბორგინია გვერდებში ფერარის გავს მაგრად და ფარები რაღაცით ფორდ გტ მივამსგავსე ... ნუ ისე არ ვართ დახვეწილები რო ახლა აეროდინამიკაზე ვიზრუნოთ თან და თან დიზაინი გადავაკეთოთ მაგრამ მანქანას რო შეხედავს კაცი ესიამოვნება ... იმ წინა მანქანას ათას წილად ჯობს ... უბრალოდ მე ვერ გავიგე ვ6 და 400 ცხენი ამისთვის ძაან ცოტა არ არის ??
This post has been edited by Tikobucho on 24 Dec 2014, 14:49
We play the hands of cards life gives us. And the worst hands can make us the best players