სამორინე „შანგრილაში“, სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, „ოქროს პერგამენტის“ ლაურეატები დააჯილდოვეს.
„ოქროს პერგამენტის” დაჯილდოვების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა”, ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი”, ღვინის კომპანია “ვაზიანი” და “სტილ ლაინი” იყვნენ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ „რუსთავი 2“, რადიო „ფორტუნა”, გაზეთი „პრემიერი”, გაზეთი”ვერსია”, გაზეთი „ქართული სიტყვა”, GHN და “მთავარი.ინფო”.
ნომინაციაში – 2014 წლის უცხოური კომპანია, რამდენიმე ფირმა იყო დასახელებული, მაგრამ „კარფურმა` გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბრენდად „სმარტი“ აღიარეს; წლის საუკეთესო კომპანიად კი „საქართველოს ბანკი“.
2014 წლის საუკეთესო პროექტად მიჩნეულია ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. წლის საუკეთესო ბიზნესმენ ნომინანტთა სიაში, პირველი ადგილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკავა, თუმცა წლის გამარჯვებილი ბიზნესმენი , კომპანია “ვისოლის” მფლობელი, სოსო ფხაკაძე გახდა.
წლის ჟურნალისტებად კი, ინგა გრიგოლია და გიორგი გაბუნია წარადგინეს.
ნუუუ წარმდგენები ნახეთ და ყველაფერი გასაგებია. ნაცები ერთმანეთს უდგანან მხარში. რა ქნან.