"თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი "ფეისბუქში" წერს:
"არაერთხელ გავაჟღერე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ეგრედ წოდებული ქართული გვარდიის შექმნა, რომელიც არ ემორჩილება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ერთგულების ფიცს დებს მიხეილ სააკაშვილის წინაშე, რომელიც მათ კოლოსალურ ხელფასებს უხდის.
ამ არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს გენერალი კალანდაძე, პარლამენტარი გია ბარამიძე, ხოლო სპეციალურ ხელმძღვანელობას ანხორციელებენ მხედრიონელები დოდო გუგეშაშვილის თაოსნობით.
სპეციალურ რაზმს ხელმძღვანელობს სააკაშვილის დროინდელი სპეცრაზმის ხელმძღვანელი მეტსახელად „თუში“, ეს პიროვნება „სკაიპ“-ის მეშვეობით ცდილობს ეგრედ წოდებული ვერბოვკა გაუკეთოს საქართველოში მყოფ მოქმედ და ყოფილ სპეცრაზმელებს და მოახდინოს მათი გადამიბერბა უკრაინაში არსებულ ნაც-ლეგიონში.
როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, უკრაინიდან გუგეშაშვილი და ბარამიძე, როგორც გამოცდილი „პუტჩისტები“ პირდაპირ აცხადებენ, რომ 2015 წელს საქართველოში უნდა განხორციელდეს იგივე რაც 1992 წელს განხორციელდა ანუ პუტჩი, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა და მთელმა საქართველომ არ უნდა დავუშვათ ნაცების და მხედრიონელების რევანში, ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ ამ მზაკვრულ და მოღალატეობრივ ჩანაფიქრს. ჩვენ საქართველო არ გვემეტება სისხლისღვრისთვის და არეულობისთვის.
მივმართავ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს ზემოთხსენებულ საფრთხეს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ უზრუნველყოს კანონიერი გზით ამ პრობლემის მოგვარება. გუგეშაშვილის - ბარამიძის, მხედრიონისა და ნაცების თარეში აღსაკვეთია!"
http://www.info9.ge/sazogadoeba/face-aqtiv...html?lang=ka-GEდოდოს უკრაინაში თყნავენ ნეცები ?
რაღადროს ეგ ### ქალაა ?