ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი რიგებიაო
თურქეთთან სარფზე, რუსეთთან ლარსზე, სომხეთთან და აზერბაიჯანთან
ამ მხრივ მართლა სანიმუშო სიტუაცია იყო
და ეს თუ მართალია ძალიან საწყენია, ჩვენი მესაზღვრეები რასაც რამდენიმე საათს ანდომებენო, სომხები 5-10 წუთში აკეთებენო
არადა პირიქით იყო ყოველთვის, გიჟდებოდნენ რუსები ლარსიდან რომ შემოდიოდნენ, რა მოწესრიგებულია ყველაფერიო, რა ოპერატიულად მუშაობენო თქვენებიო, გვშურსო რამდენს უთქვამს პირადად ჩემთვის
”ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ვიყავი სომხეთში. საზღვარზე, საქართველოს მხრიდან მგზავრებისა და ტვირთის გატარებას მესაზღვრეები ძალიან დიდ დროს ანდომებენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდექი რიგში, რომ სპეციალური საპასპორტო კონტროლი გამევლო. სომხეთის სასაზღვრო პუნქტზე კი ასეთი პრობლემა არ ყოფილა. იმ პროცედურას, რასაც ჩვენი მესაზღვრეები 30 წუთი ანდომებდნენ, სომხები 5-10 წუთში ასრულებდნენ
ანალოგიური პრობლემაა საქართველოში შემოსვლის დროსაც. ზურაბ კაკულიამ სომხეთიდან საპასპორტო კონტროლი 10 წუთში გაიარა, საქართველოს საზღვარზე კი 1,5-2 საათი მოუწია რიგში დგომა. გარდა სადახლოსი, გადაადგილება შეფერხებულია საქართველო-რუსეთის საზღვარზეც. არის დღეები, როდესაც ლარსის საზღვარზე საქართველოს მხრიდან ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას
http://www.bpn.ge/ekonomika/8459-yvela-sab...html?lang=ka-GEრომელი ბლენჩი ჩინოვნიკი აფუჭებს საქმეს? ხადურს ეხება, შემოსავლების სამსახურს, ესენი კი ყველას აბრალებენ თავის თავის გარდა, სომხებს, აზერბაიჯანელებს თურქებს და რუსებს
და აი აქ აღარ მჯერა უკვე ხადურის უწყების
This post has been edited by _GEORGIA_ on 25 Dec 2014, 17:45