მოკლედ ვერ გავრკვეულვარ..
ერთი გოგო გავიცანი ინსტიტუტში, სადღაც სექტემბრის მერე აქტიურად ვურთიერთობთ.
ძალიან ახლოს ვართ, ძაან ბევრი საერთი გვაქვს, ყვეალფერში კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ყოველთვის შემიძლია ღიმილი მოვგვარო, ჩემი ნახვა სიხარულს ანიჭებს მუდამ (ხშირად ვერ მალავს და ვატყობ)
ყველა ინიციატივაზე მომყვება თითქმის. ღამის საათებშიც.
ვიცი შეყვარებული არ ყავს და მაგ თემაზე რო ჩამოვარდა საუბარი თავისუფალი მოქალაქე ვარ, ბიჭს ნერვებს არ გავაფუჭებინებო. ანუ მე როგორც მატყობ გული ატკინეს და გაურბის ამ უკანასკნელს.
კიდევ სხვა წყვილზე ვსაუბრობდით 1-2 ჯერ და არ მოწონდა შეყვარებული როგორ ზღუდავდა გოგოს, ანუ წიპა არა მოკლე კაბა, მარტო არსად არ ივლი და ა.შ
ხო და მაგ თემაზე დავაფიქსირე ჩემი აზრი რომ სიყვარული თავისუფლებას უნდა ანიჭებდეს და არა ართმევდეს, და ნდობაზე უნდა იყოს ყველაფერი დაფუძნებული ანუ თავისუფლების წამრთმევი რომ არ ვარ ხაზი გავუსვი.
ჩემი მთავარი მიქარვა ისაა რომ მეგობრული ტიპი ვარ მაგის დედაც! ხო და ეგ მიღებს ბოლოს.
თუმცა თავის შეყვარებულებზე ან რამე ეგეთზე არ უსაუბრია, საუბარმა მოიტანა და მე მოვუყევი/მომაყოლა წინა შეყვარებულის ისტორია. ეგ იყო და ეგ..
არ უსვამს ხაზს რომ მეგობრები ვართ არც ჩემთან და არც საზოგადეობაში, რათქმაუნდა და არც მე..
ვინმეს თუ ვაცნობ უბრალოდ სახელით მოვიხსენიებ.
ყოველდღე ვხვდებით თითქმის ან სმსინგ მაინც..
მოკლედ ძაან შევეჩვიე და ისიც არანაკლებ.
მგონია რო გაუჭირდება უჩემოდ და მეც.
რაც დრო გადის მგონია რომ უფრო და უფრო ვერ შევძლებ მეგობრობას
ან ყველაფერი ან არაფერი!
უბრალოდ თუ მარტო მეგობრად აღმიქვამს ძაან ვატკენ გულს ვიცი, მგრძნობიარეა და შეიძლება დეპრესია დაეწყოს

ეგ არ მინდა მაგრამ ყალბი მეგობარიც ვერ ვიქნები.
1 მომენტია კიდევ ასაკში საკმადო დიდი სხვაობაა..
19 ისაა დამე 28 ის თუმცა მენტალურად ახალგაზრდა ვარ მე ოღონდ მართლა :დ
კიდევ 1 და ბოლო მომენტი..
თითქოს ჩემგან ელის ინიციატივებს და მეც იმისგან და ძაან გაგვეწელა.. არ ვჩქარობ, არ ვაბავ ასე ვთქვათ, დინებას მივყვებიპონტში, შესაძლოა ინტერესიც გაუქრეს, მაგრამ მსიამოვნებს მასთან უერთიერთობა, თავს კომფორტულად ვგრძნობ მასთან და ისიც მგონია რომ ანალოგიურადა..
არ ვაქტიურობ, არ მიყვარს ვინმეს კერვა, თუ არ უნდა ადამიანს ჩემთან კარგად იყოს, 100 წელი არ დავუწყებ ვინმეს ჩალიჩს და ხვეწნა-მუდარას, თავმოყვარეობის ამბავია.
რამოდენიმე მიმართულებით ვფიქრობ..
1. ლამაზი გოგოა და ეგეთებს მარტოობა არ უყვართ (მამენტ არც არავის ევასება მარტოობა) და რიგით "პაკლონნიკ"-მეგობრად მთვლის. (ვის არ ესიამოვნება ყურადღება..)
არც შამფურს წვამს არც მწვადს. რო "გამიიასნოს" მეგობრობა შეიძლება ხვდება რომ დამკარგავს (ძაან ეშმაკუნაა შანსი არაა არ ხვდებოდეს)
2. მაკვირდება, დისტანციაზე ვყევარ, მტესტავს, განმიხილავს კანდიდატად მაგრამ არ ჩქარობს ანუ ვერ ჩამოყალიბებულა ჯერ რა უნდა.
3. მეგობარი ვგონივარ და მართლა სულელია და ვერ ხვდება რომ მარტო მეგობრულად არ ვუყურებ (ნებისმიერი გოგო ხვდება მაგას ჩემი აზრით)
გამოცდილი ხალხის აზრი მაინტერესებს, უფრო გოგონების ალბათ.
This post has been edited by shuka on 19 Dec 2014, 02:28
Умирать не страшно - страшно не жить.