საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) დაარსდა 1983 წელს და დღემდე მისი უცვლელი ხელმძღვანელი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა მუხაშავრია. „ცენტრის“ დირექტორი, მ.მ.დ. გელა მუხაშავრია კლინიკის მართვის პროცესში წამყვან მიმართულებებად განიხილავს პრაქტიკული მუშაობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის ფინანსური შეღავათების დაწესებას და/ან ცენტრის ხარჯებით მათთვის მკურნალობის ჩატარებას, კოლოპროქტოლოგიის, როგორც ქირურგიის დარგის შემდგომი წინსვლისთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემოს შექმნას და ა.შ.
1983-2013 წწ საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში (გელა მუხაშავრიას კლინიკა) კონსულტაცია/გასინჯვა ჩატარებული აქვს 150 000-ზე მეტ პაციენტს. 1983-2013 წწ „ცენტრში“ წარმატებით არის შესრულებული 22 000-ზე მეტი ქირურგიული, მცირეინვაზიური (ე.წ. უსისხლო მეთოდებით მკურნალობა) და ენდოსკოპიური ჩარევა; მათ შორის ოპერაციები ტარდება უკიდურესად რთული/შორსწასული პროქტოლოგიური დაავადებების დროსაც, რომელთა რადიკალური მკურნალობა ევროპის და ა.შ.შ ქვეყნებშიც შეუძლებელია. „ცენტრში“ ოპერაცია გაკეთებული აქვს დსთ-სა და ევროპის ქვეყნების, კანადის, ა.შ.შ. მოქალაქეებს.
საქართველოს კოლოპროქტოლოგიის „ცენტრში“ შემუშავებლია მკურნალობის სპეციალური მეთოდები, რომელთა გამოყენების შემდეგ დაავადების განმეორება გამორიცხულია. 30 წლის განმავლობაში „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს“ ჩატარებული აქვს ფართო მასშტაბის სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაო:
1992 წელს შემუშავებულია ანალური ნაპრალის მკურნალობის საკუთარი ქირურგიული მეთოდი (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია);
1996 წელს შემუშავებულია ჰემოროიდული დაავადების უკიდურესად რთული ფორმების ქირურგიული მკურნალობის ახალი წესი (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია); აღნიშნული მეთოდით (მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია) მკურნალობის შემდეგ დაავადების განმეორება პრაქტიკულად გამორიცხულია;
1998 წ გამოქვეყნებულია პირველი ქართული სახელმძღვანელო პროქტოლოგიაში (ავტორები მედ. მეცნ. დოქტორები გელა მუხაშავრია და მაია ქარაბაკი);
1999 წელს შემუშავებულია ჰემოროიდული დაავადების კლასიფიკაცია (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი);
დაცულია 9 სამეცნიერო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 47 ნაშრომი, მათ შორის ა.შ.შ., ევროპის და რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო ჟურნალებში;
1999 წლიდან რანდომიზებული კვლევების საფუძველზე „ცენტრში“ დანერგილია ჰემოროის ე.წ. უსისხლო მეთოდებით მკურნალობის ყველა წამყვანი მეთოდი;
2002 წლიდან საქართველოში ექიმთა სერტიფიცირება კოლოპროქტოლოგიაში ტარდება მედ. მეცნ. დოქტორები გელა მუხაშავრიასა და მაია ქარაბაკის მიერ შემუშავებული ტესტ-კითხვარით;
2002 წ. გამოქვეყნებულია მონოგრაფია „ჰემოროიდული დაავადების ქირურგიული მკურნალობა“ (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია);
2007-2011 წწ ევროპის და ა.შ.შ. ფარმაცევტული კომპანიების დაკვეთით ცენტრში ჩატარებულია რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი 4 კვლევა;
2011 წ. ცენტრის ეგიდით დაარსდა საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია (ასოციაციის პრეზიდენტი გელა მუხაშავრია, ვიცე-პრეზიდენტი მაია ქარაბაკი);
2012წ. გამოქვეყნებულია მედიცინის ევროპული სახელმძღვანელო – სერია კოლოპროქტოლოგია (თარგმანი/რედაქცია მედ. მეცნ. დოქტორი გია მუხაშავრია);
2013 წ გამოქვეყნებულია წიგნი „შასინის ოპერაციული სტრატეგია კოლოპროქტოლოგიაში“ (თარგმანი/რედაქცია მედ. მეცნ. დოქტორი გია მუხაშავრია);
2013 წ შემუშავებულია დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა კოლოპროქტოლოგიაში (პროგრამის ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი);
2009 და 2013 წწ მედ. მეცნ. დოქტორების გელა მუხაშავრიას და მაია ქარაბაკის ორი ნაშრომი** გამოქვეყნებულია ა.შ.შ. და ევროპის მაღალრეიტინგულ სამეცნიეროჟურნალებში და მსოფლიოს მასშტაბით გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა კოლოპროქტოლოგიის დარგში პირადი წვლილის შეტანის თვალსაზრისით
**Gela A. Mukhashavria, Maia A. Qarabaki – Diseases of the Colon & Rectum, USA (2011) Original Contribution
**Gela A. Mukhashavria, Maia A. Qarabaki – Techniques in Coloproctology, Italy (2009)
** Maia A. Qarabaki, Gela A. Mukhashavria, Gia G.Mukhashavria, Nodari G. Giorgadze – Jouranl of Gastrointestinal Surgery USA (2014) Original Contribution
ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ა.შ.შ.) „ცენტრის“ ექიმებს (მაია ქარაბაკი) მინიჭებული აქვთ დარგში წლის (2011წ) წამყვანი სპეციალისტის ნომინაცია, გავლილი აქვთ სტაჟირება (გია მუხაშავრია) ა.შ.შ. და დიდი ბრიტანეთის კლინიკებში.
2013 წელს ლაპაროსკოპიული კოლოპროქტოლოგიის კურსის გავლის მიზნით „ცენტრის“ ექიმი (მ.მ.დ. გია მუხაშავრია) მივლინებული იყო ქ. ჰანოიში (ვიეტნამი).
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი გაუმჯობესების პირობებში,„საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს“ გააჩნია ჩვენს ქვეყანაში ლაპაროსკოპიული კოლორექტული ქირურგიის განვითარების გეგმები/პერსპექტივები. რაც შეეხება ანო-რექტულ ქირურგიასა და დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ენდოსკოპიას, „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი“ ათეული წლებია დარგის ლიდერია საქართველოში.
წყარო:
http://coloproctology.ge/