
SSD ანუ მყარი დამგროვებელი – ეს არის მოწყობილობა ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული, რომელიც აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის შესანახად.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ SSD - (Solid State Drive)- ფლეშ დამგროვებელი, რომელიც ჩვეულებრივი მყარი დისკიდან გამოირჩევა იმით, რომ არა აქვს დისკი, სადაც ინფორმაცია მაგნიტდება. ასევე იგი, უფრო მტკიცეა და საიმედო. აღსანიშნავია ისიც, რომ SSD სრულიად უხმაუროა, ვინაიდან მასში არ არის მოძრავი მექანიკური ნაწილაკები. წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე 2-3 ჯერ მაღალია, ვიდრე HD ყველაზე კარგ მოდელს აქვს, და წვდომის დროც ორჯერ უკეთესია (SSD 0,1 მწ ვიდრე HDD-ს 10–20 მწ).
ამ მოწყობილობის უპირატესობაა მაღალი მწარმოებლურობა, ასევე ძალიან პრაქტიკულია ის, რომ მინიმალურად ხურდება და მოითხოვს ცოტა ენერგიას. ასევე მოწყობილობას არ აქვს მოძრავი მექანიკური ნაწილები, რისი წყალობითაც ფაქტიურად უხმოდ მუშაობს. მყარი დამგროვებლით მუშაობისას მაშინვე შენიშნავთ, როგორ იზრება დისკის სისტემის მუშაობის შესაძლებლობები და პროგრამების ჩატვირთვის დრო.
მყარი დამგროვებელი დღეს აქტიურად გამოიყენება ჩვეულებრივი მომხმარებლების კომპიუტერებში, რომლებსაც კომპიუტერის მონაცემების გაუმჯობესება სურთ. საბედნიეროდ მისი ფასი ნელ-ნელა მცირდება და ეს პროცესი კიდევ წინ მიდის.
ვიწყებთ საბაზისო მოდელის Kingston SSDNow V300-ის ტესტირებას. რომლის მოცულობაც 120 გბ შეადგენს. დამგროვებელი შედგება მიკროსქემებისგან, რომლებიც წარმოებულია19-ე ტექპროცესის წესებით,. ამის წყალობოთ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ იაფიანი მოდელი მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლებით.
Kingston SSDNow V300 წარმოდგენილია სახლის პირობებში გამოსაყენებლად, როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე ნოუთბუქებზე. ასეთი მყარი დამგროვებლები არის კარგი შემცვლელი ტრადიციული მყარი დისკისთვის. პროდუქციის ხაზი წარმოდგენილია სამი მოდიფიკაციით - 60 გბ, 120 გბ, 240 გბ. გაეცანით ცხრილში მოცემულ ტექნიკურ მახაზიათებლებს.
Kingston SV300S37A/60G Kingston SV300S37A/120G Kingston SV300S37A/240G
მოცულობა 60 გბ 120 გბ 240 გბ
ინტერფეისი SATA 6 გბ/წ SATA 6 გბ/წ SATA 6 გბ/წ
წაკითხვის სიჩქარე მბ/წ 450 450 450
ჩაწერის სიჩქარე მბ/წ 450 450 450
შემთხვევითი წაკითხვის მაქსიმალური სიჩქარე, IOPS 85 000 85 000 85 000
შემთხვევითი ჩაწეერის მაქსიმალური სიჩქარე , IOPS 43 000 55 000 60 000
ჩაწერილი ბაიტების ჯამი TBW 32 ტბ 64 ტბ 128 ტბ
ფორმ-ფაქტორი 2,5” SATA 2,5” SATA 2,5” SATA
ტესტირების შედეგად მიღებულია საკმაოდ კარგი მონაცემები, გარანტია ვრცელდება მოდელის სრულ ხაზზე, 36 თვის მანძილზე. მნიშვნელოვანი საკითხია TBW (Total Bytes Written) პარამეტრი, რომელიც დამგროვებლის რესურსს ახასიათებს და ეს მონაცემი 120 გბ მოდელისთვის 64 ტბ უტოლდება. როგორც ექსპერიმენტი გვაჩვენებს, ასეთი რესურსით Kingston SSDNow V300 120GB-ის შიგთავსი შესაძლოა გდაიწეროს 2000ჯერ. აქედან დასკვნაც, რომ SSD სახლის პირობების ექსპლუატაციის შემთხვევაში ხარისხიანად იმუშავებს წლების მანძლზე.
მოცემული მყარი დამგროვებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეტბუქებსა და ულტრაბუქებზე. იმისთვის, რომ მოწყობილობა გამოიყენოთ ლეპტოპისთვის, საჭიროა პლასტიკური ჩარჩოთი სარგებლობა, რომელიც მოყვება კომპლექტს.

Kingston V300-ის ტესტის შედეგები AS SSD Benchmark-ით
AS SSD Benchmark-ის ტესტი პრაქტიკულად შეესაბამება ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. წაკითხვის მიმდინარე სიჩქარე - მაღალია, ხოლო ჩაწერის - დაბალი.

განვიხილოთ მეორე SSD დამგროვებელი Kingston HyperX FURY SSD 240GB (SHFS37A/240G)

Kingston HyperX FURY SSD-ის ხაზი თავიდან წარმოდგენილი იყო ორი მოდელით: 120 გბ და 240 გბ. ასეთი მოცულობის დისკები დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ მომხმარებლებში, რომლებსაც აინტერესებთ ფლეშ-დამგროვებლების სფერო.
მოწყობილობის სისქე შეადგენს 7 მმ, მისი წყალობით შეგიძლიათ დამგროვებელი გამოიყენოთ როგორც ნოუთბუქისთვის, ასევე სამაგიდო სისტემებისთვის. გარდა ამისა, მყარ დამგროვებლებს მოყვება პლასტმასის ჩარჩო, რისი წყალობითაც შეიძლება სისქის გაზრდა 9,5 მმ-მდე. ეს გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მყარად დამაგრდეს მოწყობილობა მობილური სისტემის შიგნით.
Kingston HyperX Fury SSD SHFS37A/240G მოდელის საფუძველში დევს „SandForce SF-228“ -ის კონტროლლერი. მისი წაკითხვა/ჩაწერის სიცქარე შეადგენს 500მბ/წ.
ATTO Disk Benchmark პროგრამის მიერ ტესტის შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია.


როგორც შედეგების დაფიდან ჩანს, მთლიანობაში მონაცემები ტიპიურია SandForce SF-2281–ის ბაზაზე საშუალო დონის მოწყობილობებისთვის. წაკითხვის სიჩქარე დაახლოებით შეადგენს 480 მბ/წ, მონაცემების ჩაწერის სიჩქარე შეადგენს 220 მბ/წ. აღსანიშნავია, რომ ასეთივე მონაცემებია მითთებული ბრენდის საიტზე, პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებში.



ამ დიაგრამიდან ვხედავთ რომ წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე უთანაბრდება ერთმანეთს 100% დატვირთვისას. 1

თუ ვისაუბრებთ დამგროვებლის საერთო ტესტზე, PCMark 7 ტესტის მიერ დამგროვებელმა აიღო 5277 ქულა.

ხოლო PCMark 8-მიერ დატესტვისას Kingston HyperX Fury SSD SHFS37A/240G აიღო 4882 ქულა. მიაქციეთ ყურადღება იმას რომ Storage Bandwidth-ს სიჩქარე შეადგენს 180 მბ/წ. ეს მონაცემები ემთხვევა შეფუთვაზე მოცემულ მონაცემებს.
შესაბამისად შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ Kingston HyperX Fury SSD SHFS37A/240G მიეკუთვნება იმ მყარ დამგროვებლების სიას, რომლებსაც მაღალი სიჩქარის მაჩვენებლები აქვთ და მუშაობენ ჩვეულებრივ პლათფორმაზე.
https://www.facebook.com/pages/Kingston-Geo...9499677?fref=ts