ბიძია ვიბრატორი და დეიდა სილიკონი....................................................................................
......ეთმანეთი დარბაიძეანთ ქართლოსის ბიჭის ნიშნობაზე გაიცნეს. “კასპში დღეობა შეიქმეს, ქვათახევს დასცეს გრიგალი” . . . ! ” დღეობის რა მოგახსენოთ მაგრამ, ასეთი ქვის სეტყვა ქვათახევში საუკუნეზე მეტია არავის უნახავს. არავის ახსოვს სიპი რიყის ქვებით ამდენი თავგაპობილი, ტვინშეშუპებული და ერთმანეთსდარეული სუფრის თანამეინახენი. .....მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სარატოვში ახლად ჯარმოვლილი, სიძე–ბიჭი თანდილა, გაგანია ქეიფის დროს სუფრაზე, ისე ხმამაღლა გაერთო ტრაბახში თავის სოფლელ ძმაკაცებთან, რომ თითქმის გადაავიწყდა გვერდში მჯდომი ტურფად მღიმარი საცოლე, თავგრილაანთ ბირაყას ქალიშვილი - თამილა. თანდილამ, აქაო და რუსეთში ვმსახურობდიო, რაც კი ტანია, მაშა და დაშა ჰქონდა გაგონილი, ყველანი თავის ნაშებად გადანათლა და ის ის იყო, ძმაკაცებს მობილურის ფოტოები გადაუშალა თავის ვაჟკაცობის ნივთმკიცებად, რომ უეცრად სავსე დოქი შეალეწეს კბილებში.... “ აბა ეხლა ამასა, კაცი ქვია ხალხნოოო?!” –ტორნადოსავით დაიშხუილა საპატარძლომ და დოქის ნამტვრევი მუსიკოსებისააკენ მოისროლა – “ჯერ ქმარი არ გამხდარა და უკვე ვიღაცა დუნიაშა-მათუშკებითა მაეჭვიანებს და მბოღმავს და მერე რას იზავს ეს საოხრემოსატეხი ჰააა?! ...მაშ მეც მოვყვე ეხლა ამ სუფრაზედა, როგორ და რამდენჯერ დავაჩმორე სექსში მე-8 საავადმყოფოს მორგე ექიმი ნიძლავზედა?! ...შენ კი არა გგავდა გასანთლულ-გალეულსა, ბიჭი იყო ტახ-ბურვაკივითა, მიმღების კარებში ძლივას ეტეოდა, მიდით და ჰკითხეთ იმასა, როგორი ამორტრყმა იცის თანდილაანთ ქალმაო და ჩემზე კარგათა ყველაფერსა ის მოგიყვებათ!”..... მოსროლილმა დოქის ყურის ნატეხმა მეკლარნეტე გედევანას წარბი სისხლით შეუღება და იქიდან ასხლეტილიმა აივანზე დაწოლილ ფინია ლეკვს წკავ-წკავი დააწყებინა. ....მრავალჭირნახულმა გედევანამ, თითქოს ბუზი დაჯდომოდეს, ისე აისვა ხელი გასერილ წარბზე და მერე მთელი ძალით ჩაბერა კლარნეტს. “ არ მეგონა და არ მეგონა არ მეგონაა. . .!” – მთელი ხმით დასძახა ლოტბარმა ანთიმოზამ და აწითლებულ ყელზე პოლდიუმას-არტერია დაებერა..გაჩაღდა ცეკბვა -თამაში, თამილას თბილისელმა დაქალებმა რიტამ და ინგამ, თითქოს იგრძნესო ავი სტიქიის მოახლოება და დაძაბულობის განსამუხტად, ხელების კვანწვით და თეძოების ლაღი რხევით, ჩამოუცეკვეს სუფრას...
....ამ დროს, გედევანას ბიჭს, მედოლე რობიზონას, ინგას მაცდუნებლი ბარძაყების როკვის ხილვაზე, ქვედა ტუჩზე დორბლი ჩამოეკიდა და ანთიმოზას სიმღერას თავისი აღტკინებული სიმღერის
ბღავილიც შეუერთა - “ქვათახევის მონასტერიდან შავი მტრედი აფრინდა, ინგა იყო ხალიანი, ჩემი გული დაფლითა. . .”
..... ლაწირაკო! რაებს ბედავ, მამას პერეხვატი გინდა გაუკეთო, შენოდენას ერთ ჯერზე ვშვები, თუ არა გჯერა, წეღან აგე იქა ვქენი ბაღის ბოლოშია, წადი და შენი თვალითა ნახე! – ჭროღა თვალების ბრიალით, ხმამაღლა შეუღრინა გედევანამ თავის ბიჭსა. რობიზონამ, არც აცია არც აცხელა და ნიჩაბივით ხელი ისე სთხლიშა ხელუკუღმა მამამის, რომ კლარნეტი ხახაში შეამტვრია და გამობრუჟული გედევანა პირაღმა ააყირავა ჯორკო სკამიანად, თანაც ზედ დააყოლა – აეხლა ჩემი კლარნეტი დაუკარი მამაჩემო, შენი მაინც აღარაფერში გარგიაო. ...აი მაშინ კი აიწია, მაგრამ რა აიწია, არ გინდა შენი ჭირიმეს, დედის გინებისა და ჯიგარო-გაგების ღრიანცელმა შესძრა მთელი კასპის არე-მარე. ისე უწყალოდ დაერივნენ “ტკბილმოუბარი” სუფრის წევრები ერთმანეთს, რომ მამაზეციერიც ვერ გაარკვევდა ვინ ვის, რითი და რისთვის უთხლაშუნებდა ცხვირ-პირში. გედევანას ცოლი მაყვალა, ფიწალმომარჯვებული წყევლა-კრულვით მისდევდა ფაშატებივით დამფრთხალ ინგას და რიტას, რომლებიც დაოთხილნი ციცაბო ორღობეში თავპირისმტვრევით გარბოდნენ - მე თქვენ გაჩვენებთ სეირს, თქვე ვაგზლის ბოზებო, მაყვალა არ მერქვას თუ ჩემი ქმარ-შვილის წაკიდებისთვის, ამ ფიწლით არ დაგაკლათ ერთმანეთსო. გედევანას ძმამ, სუფრის თამადამ – ჭუტალა გოგიამ, დაინახა რა უგონოდ პირაღმა მიწაზე გაშხლართული თავისი ძმა, ბოსლის კარებს მიყუდებულ რელსის ნაჭერს ხელი სტაცა და ძმიშვილს თავის გასაპობად გაეკიდა. რაღაც სასწაულით, წივილ-კივილისა და ლანძღვა-გინების გნიასი უცბად შეწყდა და თავ-პირ დასისხლიანებული, ერთმანეთში ათქვეფილი, გაცოფებული ადამიანები გაირინდნენ და ადგილზე გაშეშდნენ.
დრო ავისმომასწავებლად გაჩერდა....
Mმმმმმმუუუ. . .. ! – ეზოს შუაგულში შავი კლდესავით აღმართულიყო თვალებჩასისხლიანებული უშველებელი ბუღა. რქებშემართული, დრუნჩზე დუჟმორეული და მრისხანედ გარინდული ოთხფეხი, თითქოს ნიავის რხევას უცდიდა, რათა დამანგრეველი ძალით გადაეთელა და სასიკვდილოდ გადაეჯეგა ყოველი მოძრავი. ვინ გაუღო ამასა კარები?! Aაი ახლა ღირსი არ არი, ის მატრაკვეცა რქებზე ტრაკით წამოიცვას ამ ბუღამა?! ჯამბო, მოდი აქა შე სამგლე, ჩქარა შეეთრიე ბოსელშია! – გარინდულ გაშეშებულ-დაფეთებულებს, თითქოს მფარველი ანგელოზი გამოეცხადათოო,…...და სქელი თეძოების უხეში ზნექვით და ნესვივით ძუძუების რხევით უახლოვდებოდა მეზობელი ლამარა დუჟმორეულ ბუღას, რომელიც, გადამწყვეტი იერიშისთვის ზამბარასავით დაჭიმული, წინა ფეხით მთელი ძალით ტორავდა მიწას.....რა იყო ჩემო ყვერავ, ჩემო ხუჭუჭა ბიჭო, ვინ გაწყენინა ჰაა?! – ოდნავადაც არ შემკრთალა ისე მივიდა ლამარა ბუღასთან და რქებს შორის ქოჩორზე ფხანვა დაუწყო. მმმმ…. . . უუუეეე! – აღმოხდა ჯამბოს ამჯერად უკვე ალერსიანი ღმუილი. ოთხფეხმა იყნოსა ქალის იდუმალი სეკრეტი, უშველებელი დორბლიანი დრუნჩი ჯერ მკერდში ჩაუყო და შემდეგ ხაოიანი გრძელი ენა შიშველ იღლიაში ამოუტარა ლამარას. ....ჩემი ქმარი რო იყო, სუ შენი ვიქნებოდი ჯამბოო... მაშა! - ბუღის ყოველ ალოკვაზე კისკისებდა ლამარა, რომელსაც დორბლით დასველებული პერანგი, სულ უფრო და უფრო ეტმასნებოდა ტანზე და უჩენდა ნდომით აკვირტულ ძუძუსთავებს.
....გარინდული ეზო მაშინ გამოერკვა, როცა მოკისკისე ლამარა და ბუღა ბოსლის კარებს მიეფარნენ....
...ცოტა ხანში, გონსმოსულ და სისხლში მცურავ გედევანას, ტკივილისაგან ვაი-დედისა და იმის დედის. . . ხრინწიანი ღრიალი აღმოხდა.
.....კასპის დრო 7 –ს უჩვენებდა, სივრცე ნელ-ნელა იბრუნებდა ჩვეულ ფორმებს. შიშისაგან დაზაფრულ-ნაბახუსევი, ნაცემ-ნაბეგვი ხალხი თავიანთ სახლებს უბრუნდებოდა. უკვე გვიანი საღამო იყო, როცა სუფრის და მიყრილ-მოყრილი, დალეწილი ჭურჭლის ალაგებას მორჩნენ.
...აივანზე, მთვარის შუქზე, პატარა სუფრა გაეწყოთ. მაგიდას ექვსიოდ ქალი შემოსჯდომოდა და ჩურჩულით საუბრობდნენ ერთმანეთში. რომელი ხარ მანდა?! ახლა ისევ მთვრალი კაციღა გვაკლდა, აბა ჩქრა მოუსვი ვინცა ხარ სანამ დაგაგორე კიბეებზედა – კაპასი ხმით შეუტია აივანზე ჩუმად ამოპარულ, მორცხვ ჩრდილს მაყვალამ. გაუშვი მოვიდეს, ეგ ხო ჩვენი ტარასია ქაა!, რას ერჩი მაგ უბედურს,, მთელი სუფრა არც უსვია და არც უჭამია ჩვენი გიჟების გადამკიდეს, ეხლა მაინც გასტეხოს პური მაგ საცოდავმა – გასძახა მაყვალას ძალო ნაირამ.
- არა, გმადლობთ, რას აბრძანებთ! მანდილოსნებთან უკაცრავად, მაგრამ დილით იმდენ ყავას გეახელით, რომ თვალზე რული აღარ მეკარება, ხმა გავიგე და მეც აქეთ მოვაშურე. . – და ქალებს შუაში დაუსკუპდა ტარასი. ....გაიცანით ქალებო, ესა ჩემი გარე ბიძაშვილი ტარასაა, ბავშვობაში სულ ერთად ვიზდებოდით, მერე დიდი ხანი რუსეთში ცხოვრობდა და სუ სამი თვეა რაც ჩამოვიდა კასპშია – ენად გაიკრიფა ნაირა. აიი. . . ამ ჭკვიანი კაცის თანდასწრებით გეუბნები გოგო, ნუ გაუკერპდები და ნუ გაუჯიუტდები მაგ შენ ქმარსა გაიგე?!,... მოუსმინე დედაშენსა, შენზე ასერ მეტი მაინც რო უნახავს და თავს გადახდომია! – მიუბრუნდა მაყვალა გვერდზე მჯდომ გაბუტულ და ცხვირჩამოშვებულ თამილას – ეგა განგებ ბაქი-ბუქობდა, ბიჭობდა და თავს იწონებდა ტანია-მანიებითა, თორე არ ეტყობა რაც არი ეგ ეგ შენი თანდილაი?! მამამისი ქართლოსაც ეგეთი მორცხვი იყო ბიჭობაში და ეგეც იმასა ჰგავს. ვერა ნახე ჩვენმა ლამარამ ხუმრობით ყურზე რომ უკბინა, უცბათ როგორ გადაფითრდა ეგ უდღეური ტუჩებზედა?
- სექსი სლოჟნი ფენომენია ქალბატონო თამარ, მე გამიგონია ჯარისკაცებს ბრომს უყრიან საჭმელში ქალი რომ არ მოუნდეთ, აბა?! – ღირსშესანიშნავი იერით ჩაერთო დისკუსიაში ტარასი.
- ნეტა შე რა გესმის შე ბერბიჭა შენა?! – გადაიკისკისა ნაირამ – შენ არ იყავი ჩემს დაქალზე ენა რო მიუტანე ძალუაჩემსა?! იმითანა გოგო ეპრანჭებოდა ამ დედიკოს ბიჭსა და ამან კი მასწავლებელთან დააბეზღა: პატივცემულო, ასე მითხრა იმ გოგომაო, შენი ცუდი რამე ჩემს ცუდ რამეს მიადეო და კინაღამ სკოლიდან გაარიცხინა ის უბედური გოგოი, მაშა?! ქალები სიცილით გადაფიჩინდნენ! – ტარას-ბიჭო აბა ერთი გულები დაგვიხეთქე და გვაჩვენე შენი ჭიაყელაი, მიდი ჰა რაღას უცდი ვნახოთ ერთი რა კურო ხარ – სულმოუთქმელად ხითხითებდნენ ქალები. ღამის ავხორც სიცილს, ჯიმნივით ერთვოდა გედევანას მისტიური ხვრინვა. მეე?! , ჭია?! ...ჩემზე მთელი 5 წელი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა იყო შეყვარებული! გოგლას კითხეთ, სტუმრად რომ იყო ლენინგრადში ჩამოსული, თავის თვალით ნახა ლოჟაში როგორ მეხუტებოდა ის ქალი – აილეწა და გაცხარდა ტარასი.
...ვინაო?, პრიმაო. . ! ხა ხა! დიდი ვიღაცა ბალლერინაც ეგ იქნებოდა თუ პრიმას ეწეოდა! პრიმასა ჩვენი აყროლებული გედევანაც აღარ ეწევა, ფირმაზეა გადასული, შენ ისა თქვი აკივლებდი თუ არა იმ დროსა, თორემ ვის რაში აინტერესებს ეგ შენი ნაშა პრიმას ეწეოდა თუ ყალიონსა?!- ხარხარებდა მაყვალა. აივანზე თამილა ამოიჭრა, მოვარდა სუფრასთან და დამდუღრული ქვითინით დედამისს დაემხო მკერდზე – ხომ გეუბნებოდი ქალო ეგ ბიჭი კაცადა არ ივარგებსთქო, კიდე არ დაიჯერებ დედიიი. . .?! ოთახში რო შევედი ეღვიძა, იწვა და თვალები ჰქონდა დაჭყეტილი, მოდი დაწექიო მითხრა მაგრამ ნეტა არ მივწოლოდი, აი ეს ცოცხი უფრო მეტს იზამს, ვიდრე იმან მოახერხა. მერე მეუბნება თავი უნდა მოვიკლაო, გასწი გადააშენეთ ეგ უბედური, ეხლა მაგის საფლავზე ტირილიღა მაკლია. ტარასიმ ჰალსტუხი ჩიჩახვზე შეიწორა, ცალი წარბი მაღლა აზიდა და შთამაგონებელი ხმით დაიწყო - ქალბატონო თამარ, ცდებით, წეღანაც ვამბობდი სექსი სლოჟნი საქმეა-თქო, ჰო და. . ..
.... ნეტა ამ გალსტუკიან მოჩვენებას ვიღა ეკითხება მაიმუნის პროჭივით რო პრუწავს ი ტუჩებსა, ნეტაი ვიცოდე რაებს მიედ-მოედება ჰაა?! – გაკაპასებული მიუბრუნდა ტარასს თამილა. სსს..! ჩუმად გოგო!, რამ გადაგრია, რას ახურებულხარ ჩვენი ნეზვი ღორივითა, ხომ გითხარი მორცხვი ბიჭია მეთქი, თორემ ისე, ურიგო ყმაწვილი არ უნდა იყოს-თქო. ის ძველი ყმაწვილ-ქალობა მომცა ეხლა და გაყურებინებდი როგორ გაგიხედნიდი მაგ შენ საქმროსა – გადაიკისკისა მაყვალამ. მიდი მაყვალ, არც ეხლა ხარ ბებერი, ერთი ჭაჭა გადაჰკარ და მერე მიდი, ნუ გეშინია, ბირაყას არაფერს ვეტყვით – გულიანად იცინოდნენ ქალები. მოიცათ ქა, თქვენ გეხუმრებათ და მე კი ამ ჩემ შტერს რაღაც უნდა გავაგებინო, თორემ დილით ორივეს თავებს დაგვჭრის მამამისი – სერიოზული სახე მიიღო მაყვალამ და თამილას მიუბრუნდა – გოგოო! ეხლა ყურადღებით მომისმინეი, ე მაგ ბიჭსა 2 წელია ჯარში ცოცხალი ქალი თვალით არ უნახავს, ინიტომაცა მორცხვობს და დაბნეულია. ამიტომაცა, ახლა შენ უნდა იმარჯვო, აი ცხვრის დუმის ნაჭერი. . .ცხვრის დუმა რაღათ მინდა დედიიი? განა მე უკეთესი დუმა არ მაბია?! – განცვიფრებულმა ამოღერღა თამილამ. ...გეტყვი-მეთქი, ნუ ხარ გოგო სულსწრაფი და კარგად მომისმინე – გააგრძელა მაყვალამ ! სპალნაში რო შეხვალ, ეგრევე კი ნუ მიახტები ი ბიჭსა, ჯერ ადი ლოგინზეა და ერთი სამ-ოთხჯერ კარგად ჩაუბუქნე, თანაც ეს ცხვრის დუმა შეუზილე საოხრეზე და მერე თუ გინდა მოახტი და დილამდე აჭენავე სანამ სიქა არ გაგძვრებათ ორივესაა! ჰოო,ჰოო, ჩაუბუქნე, რა შოშიას ბარტყივით შემომყურებ გოგო?!... ის გააკეთე რასაც გეუბნები, მთავარია კარგათ ჩაუბუქნო და ნახავ როგორ გაგიჟდეს და გაგაირიოს შენი თანდილაი?! მიდი ეხლა და მიხედე საქმესა – საგულდაგულოდ წააქეზეს თამილა ქალებმა.
...ტარასის ხელში ბლოკნოტი ეჭირა და ყველაფერს გულდასმით იწერდა. ტარას-ბიჭო, დედას ჩიტო, გედევანას გაგირიგოთ?! – ეშმაკური ღიმილით ღიღინებდა ღაწვებაწითლებული ლამარა. კარგით რა სულ მაშაყირებთ გოგოებო, განა ისეთი რა დაგიშავეთ?! – რამის ტირილი დაიწყო ტარასიმ. ამ დროს, ლამარა რამის მთელი ტანით გადააწვა ტარასის და ყურში ჩასჩურჩულა – შე შტერო, ე მაგ სექსსა რად უნდა ბლოკნოტები და ამდენი ბღაჯვნაი?! გიჯობს ეგ ხანჯალი დროზე ამოიღო და აამუშაო, სანამ სულ ჩაგიჟანგდება და ჩაგილპება მაგ ქარქაშშია, გაიგეე? ახლავე გადმო, წავიდეთ ჩეთანა და მე ლამარა არ ვიყო, ცხვრის დუმის გარეშეც აიმ ბუღასავით თუ არ დაგავაჟკაცო.
....ქოხში, იატაკზე გაშლილ უხეშ ლოგინში, ორნი ეგებებოდნენ კასპის დილის ალიონს,. ადრე დავქვრივდი, მერე ერთი პრავადნიკი შემიჩნდა და მოსვენებას არ მაძლევდა, სანამ ლოგინში არ შემიტყუა და ქმრის დანატოვარი ფული სულ არ გამომცინცლა, მერე კი სადღაც უკვალოდ გაჰქრა. იმ დღიდან სულ მარტოკა, აი ასე წვალებით მოვდივარ – სლუკუნებდა თვალცრემლიანი ლამარა. ტარასა, ბიჭოო! - მოიწი აქეთ, მითხარ ეს გირჩევნია თუ სილიკონისა ჰაა? ….ეგა ლამარ…ეგა, ვიბრირებდა ბატონი ტარასი და ყელის ჩიჩახვით* ლამარას ძუძუებზე ეკვროდა. . .
*) - ჩიჩახვი ანუ წვეტიანი ყანყრატო, ბევრი ანანიზმით უვითარდებათ!

**************************************************************************************************************
Stalker2005 -ის ფსიქოდრამების არქივიდან.(წელი არ მახსოვს როდის და სად დავწერე) ...გულით ვუძღნი ფსიქოგანყოფილებას
..........................................................................................................................................
პ.ს.:
....ასეა, ყველა სილიკონი საჭიროებს თავის ვიბრატორს და პირიქით...რათა, ეს ჟიზნი ვიბრირებდეს და სილიკონობდეს, თორე სადღაა ნატური პროდუქტი, ქიმრეაქტივმა და კიბერპროდუქციამ წალეკა ცხოვრება !
This post has been edited by Stalker2005 on 9 Jun 2013, 10:10