მხოლოდ ჩემს ინტუიციას და არა ჩემს ფინანსისტობას თუ ეკონომისტობას მინდობილი, როდესაც ნაცები წავიდნენ, ვფიქრობდი, რომ ქოცები ბიუჯეტს შეამცირებდნენ.
ამას ვფიქრობდი იმიტომ, რომ ნაცებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც კი ქვეყანას გააჩნდა გასაყიდი, დაატერორეს ბიზნესები, სადღაც "გახარჯეს" აფხაზეთის და სამაჩაბლოს სანაცვლოდ მიღებული მთელი ერთი წლის ბიუჯეტი - $4.5 მილიარდი.
თვით ნაცები იდგნენ უკვე დეფოლტის წინაშე მათი ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში.
ქოცებს საიდანღა უნდა შეევსოთ იგივე, ან სულაც აბსურდულად მცირედით გაზრდილი ბიუჯეტი?
ამას მე ვხვდებოდი.
ყანდური და ჩვენი ეკონომისტები ვერ ხვდებოდნენ?
კარგად შეურჩევია მილიარდერს კადრები.
კარგად გაუკეთებია გათვლები.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.