ივანიშვილმა ნოდარ ხადური მიჯირყნა
10:08 30.12.2014
რესტორან ,,ბაგრატიონში“ ყოფილი პრემიერისა და ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვდრის დროს, ბიძინა ივანიშვილს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრისთვის უსაყვედურია.
ამ საკითხზე გაზეთი ,,ახალი თაობა“ წერს.
გაზეთის ცნობით, ყოფილ პრემიერს განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ,,მიუჯირყნia“.
,,რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილი რესტორანში ,,ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდა. მართალია ახალი წელი მოდის, მაგრამ იქ მინისტრები და დეპუტატები მოსალხენად არავის მიუწვევია. ივანიშვილი მათზე ისეა გამწარებული, ბევრს პირში ლუკაც არ გადაუვიდოდა.
რესტორანში გამართული საიდუმლო სერობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ,,ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე ექსპრემიერმა ვიღაც-ვიღაცები “მიჯირყნა”.
ივანიშვილმა სერიოზულად “მიჯირყნა” ფინანსთა მინიტრი ნოდარ ხადური. ის წყალობის თვალით უყურებდა და რამდენიმე კომპლიმენტიც უძღვნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. ივანიშვილმა არ დალია პარლამენტის თავმჯდომარის სადღეგრძელო, სამაგიეროდ, გამორჩეულად ადღეგრძელა თინა ხიდაშელი, სამართლიანი ადამიანია და პარლამენტში ყველაზე მეტად ის ჩანსო. ამასთან, ექსპრემიერმა ,,რესპუბლიკური პარტია“ მწარედ გაკენწლა - ან აქ იყავით, ან, თუ წასვლა გინდათ, წადითო. ივანიშვილს საჯაროდ საერთოს არ უხსენებია პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუმცა არსაჯაროდ გვარიანად მოიკითხა“, - წერს გამოცემა.
http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/...i-mijiryna.htmlეტყობა მიჯირყვნის შემდეგ შეასრუა როგორმა

ოკ გვჯერავს
This post has been edited by sony2005 on 30 Dec 2014, 16:18