მოკლედ ერთი ამბავია, არიქა გერმანია ინგლისს ასწრებსო, და არიქა იტალია გერმანიას, არა იტალია ინგლისსო, ხოდა ცოტა ზუსტად რომ გავარჩიოთ ეგ ამბავი გამოდის ასე ბატონო:
მაშასადამე:
პირველი:
კლუბების რეიტინგი 2015 წლის ბოლოს რაც იქნება, განსაზღვრავს რომელ კალათაში ხვდები. (ნუ გვერდი აუაროთ ახალ სისტემას რომლის მიხედვითაც ჩ.ლ.-ის პირველი კალათა იქნება მხოლოდ ტოპ 7 ჩემპიონატის ჩემპიონი და პლუს გამარჯვებული წინა ლიგის, მაგის იქით შემდგომი კალათები სწორედ ისე გადანაწილდება
რა კოეფიციენტიც აქვთ კენჭისყრის მომენტში დანარჩენ ყველა გუნდს)
მეორე:
მაგრამ რამდენი გუნდი გადის ქვეყნიდან უეფას მიხედვით ბატონო ჩემო განისაზღვრება შიდა ჩემპიონატის სეზონის დასაწყისში! ანუ უეფას ეგიდით
2015-2016 წლების სეზონში რომელი ქვეყნიდან რამდენი გავა განისაზღვრება 2014 წლის კოეფიციენტის მიხედვით. მუშურ გლეხურად: როცა ჩემპიონატი იწყება მომავალი წლის საგზურებისთვის ბრძოლაზე (და ეს შიდა ჩემპიონატი დაიწყო 2014 ში) უკვე უნდა იცოდე სად რამდენი გადის.
2014-ის მიხედვით კი გვაქვს ასეთი სურათი:
country - 09/10 - 10/11 - 11/12 - 12/13 - 13/14 - ranking
England - 17.928 - 18.357 - 15.250 - 16.428 - 16.785 - 84.748
Germany - 18.083 - 15.666 - 15.250 - 17.928 - 14.714 - 81.641
Italy - 15.428 - 11.571 - 11.357 - 14.416 - 14.166 - 66.938
რამდენიც არ უნდა აგროვოს გერმანიამ და იტალიამ არაფერი შეიცვლება, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე
2015 წლის შედეგები (ნუ კოეფიციენტები ამ კონკრეტული მომენტისთვის)
country - 10/11 - 11/12 - 12/13 - 13/14 - 14/15 - ranking
England - 18.357 - 15.250 - 16.428 - 16.785 - 13.571 - 80.391
Germany - 15.666 - 15.250 - 17.928 - 14.714 - 15.000 - 78.558
Italy - 11.571 - 11.357 - 14.416 - 14.166 - 16.166 - 67.676
ე.ი. 2016-2017 წლის უეფასთვის გერმანიამ რომ გადაასწროს ინგლისს სჭირდება 1.833 (გადავიყვანოთ ქულებში 1.833X7=12.8).
მოგებების მხრივ 12.8 არის 6 მოგება და +1 ბონუსიც ფეშქაშად. ბავარია-ვოლფების სუპერთასი თუ გაიმართა ჯორჯიაში, სავარაუდოდ
დადებენ, მხოლოდ 1/2 ფინალები არ ჰყოფნით, თუმცა პრინციპულად 2/3 ადგილებს შორის არაფერი იცვლება. მეოთხეს კი ანუ იტალიას 9 ქულა სჭირდება... ანუ ჯამში 9X6=54, თეორიულად მაქსიმუმი იქნება 14 დარჩენილი თამაშის მოგება და + 6 ბონუსი, რაც მაქს არის 34. ასე რომ საგანგაშო არაფერი აქვთ ფრიც-ინგლისელებს
2016 წლის შედეგები ამ მომენტისთვის (და იტალია გერმანიის კოეფიციენტები სავარაუდოდ უფრო გაიზრდება რამდენით ეგაა საკითხავი)
country - 11/12 - 12/13 - 13/14 - 14/15 - 15/16 - ranking
Germany - 15.250 - 17.928 - 14.714 - 15.000 - 0.000 - 62.892
England - 15.250 - 16.428 - 16.785 - 13.571 - 0.000 - 62.034
Italy - 11.357 - 14.416 - 14.166 - 16.166 - 0.000 - 56.105
ეს განსაზღვრავს 2017-2018 სეზონის ჩ.ლ.ზე ვინ რამდენს გაიყვანს. თუ სასწაული არ მოხდა და იუვემ არ გაიგიჟა თავი და იქეთ ნაპოლი ფიორემ არ ითამაშა ფინალი ეს 6 ქულიანი სხვაობა ჰა ჰა 4-ზე დავიდეს?! მაგრამ აი მომავალ სეზონშიც თუ 2-3 ქულა ამოუქაჩა (ანუ 15/16 ის კოეფიციენტი რომელიც ახლა ნულია) მერე უკვე დედა შვილს არ აიყვანს და მამა საერთოდ არ გაეკარება...

მოკლედ იტალიელებს შანსი არ აქვთ 2018-2019 წლის სეზონამდე, სულ რომ პინცეტით დაიბდღვნან, მეოთხე გუნდი გაიყვანონ ლიგაზე, ( ნუ გარდა იმისა თუ როგორმე მოახერხებენ და ევროპა ლიგის ტურნირს მოიგებენ რა თქმა უნდა

)
სავარაუდოდ სწორედ მანდ გადავლენ მესამეზე, თუკი 15/16 წლების კოეფიციენტში ინგლისმა იგივე ჰანდიკაპი არ ამოიღო რაც 11/12 ში აქვს, ანუ 4 ქულამდე, ვინაიდან მერე უკვე ეგ 4 ქულის უპირატესობაც ეჭრებათ...